ძველი (სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ზველი“ გადაიტანა გვერდზე „[[ძველი (სოფელი ასპინძის მუნიციპალიტე...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ძველი (სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტი)“ გადაიტანა გვერდზე „[[ზემ...) |
12:41, 20 მაისი 2024-ის ვერსია
ძველი, ზეველი, ზველი, ზემო ველი, ზრზველი – სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი, ერუშეთის თი ანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1300-1460 მ სიმაღლეზე, დაბა ასპინძიდან დასავლეთით 13.5 კმ მანძილზე, ასპინძა-მუსხის საავტომობილო გზაზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 535. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (99 %) ქართველია (2002). საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა. მოიპოვება ვულკანური წიდა, ბაზალტისა და ტუფის ქვა.