მუხრანბატონი იოანე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მუხრანბატონი იოანე“ გადაიტანა გვერდზე „იოანე მუხრანბატონი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „იოანე მუხრანბატონი“ გადაიტანა გვერდზე „მუხრანბატონი იოანე“ გ...) |
17:11, 29 მაისი 2024-ის ვერსია
იოანე მუხრანბატონი კონსტანტინეს ძე – (1755-1800), ქართლ-კახეთის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე მე-18 ს-ის უკანასკნელ მეოთხედში, ერეკლე II-ის სიძე (ქეთევანის მეუღლე). მონაწილეობდა 1783 ტრაქტატის გაფორმებაში. როგორც ერეკლე II-ის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, გ. ჭავჭავაძესთან ერთად ხელი მოაწერა ტრაქტატს ქ. გეორგიევსკში, 1784-დან ეკავა სახლთუხუცესის თანამდებობა. იყო ერევნის სახანოს მოურავი- „ღუბერნატორიც“.