მირიან I
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:ქართლის მეფეები]] | [[კატეგორია:ქართლის მეფეები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]] | [[კატეგორია:საქართველოს ისტორია]] | ||
| + | [[კატეგორია:ფარნავაზიანები]] | ||
22:01, 7 ივნისი 2024-ის ვერსია
მირიან I (მირვან) – ქართლის მეფე (ძვ. წ. III ს, დასაშვებია II ს-ის დასაწყისი), საურმაგის ძე. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს ცნობით მას აღუმართავს ქალღმერთი დანინას კერპი (ლეონტი მროველი კი ამ კერპის აღმართვას საურმაგს მიაწერს) და აუშენებია არმაზი. ლეონტი მროველი მირიან I-ის დამსახურებად თვლის დურძუკებისა და კავკასიელთა დიდი კოალიციის განადგურებას. მასვე მიეწერება სომხეთის მეფე არმაკთან ურთიერთობის დამყარება.