ქარძამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ქარძამი''' – ქართლის (იბერიის) მეფე ძვ.წ. II საუკუნის 60-იან წლებშ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ქართამი“ გადაიტანა გვერდზე „ქარძამი“ გადამისამართებაზე)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 00:20, 9 ივნისი 2024 მდგომარეობით

ქარძამი – ქართლის (იბერიის) მეფე ძვ.წ. II საუკუნის 60-იან წლებში. ლეონტი მროველის მიხედვით ის არის ქართლში ორმეფობის პირველი წყვილის წარმომადგენელი. მისი თანამეფე იყო ბარტამი/ბრატმანი.

ლეონტი მროველი ამ წყვილის მფობას ახ.წ. I საუკუნით ათარიღებს. ასევე იქცევიან ს. გორგაძე (იგი მეფე ქარძამ/ქართამს მითრიდატე I-თან აიგივებს) და პ. ინგოროყვა. ამ უკანასკნელმა არმაზის საპიტიახშო ნეკროპოლში აღმოჩენილი ლანგრის წარწერის - „მე მეფემან ფლავიოს-დადემან გიწყალობე [ეს ლანგარი] ბერცუმ პიტიახშს“ - ინიციალებით „ბ პ ქ“ ასე გაშიფრა: ბ[ერცუმ] პ[იტიახში] ქ[ართამის ძჱ]. ეს ბერცუმი, მისი აზრით, ქართამის თანამეფე ბარტამ/ბრატმანი უნდა იყოს, ფლავიოს დადე კი - საპატიო ზედწოდება, რომელიც მან მიიღო ფლავიოსთა სახლის რომელიღაც რომაელი იმპერატორისაგან.

გ. მელიქიშვილი და გ. მამულია ქარძამ/ბრატმანის წყვილის მეფობას ძვ.წ. II საუკუნის 60-იანი წლებით ათარიღებენ.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები