იოანე შავლიანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''იოანე შავლიანი''' – აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფე დაა...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შავლიანი იოანე“ გადაიტანა გვერდზე „იოანე შავლიანი“) |
18:47, 13 ივნისი 2024-ის ვერსია
იოანე შავლიანი – აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფე დაახლოებით 868 წლიდან.
გიორგი I-ის სიკვდილის შემდეგ ტახტზე უნდა ასულიყო მისი ძმისშვილი, დემეტრე II შვილი ბაგრატი, მაგრამ გიორგი I-ის ქვრივი წინ აღუდგა მის გამეფებას და დაუკავშირდა აფხაზეთის დიდგვაროვანს − იოანე შავლიანს. მან მოაწყო შეთქმულება. ჩიხას ერისთავი მოკლული იქნა, ხოლო ბაგრატი კი ძლივს გადაურჩა სიკვდილს და თავი ბიზანტიას შეაფარა.
ტახტზე ავიდა იოანე შავლიანი (შავლიანები – საფიქრებელია სვანური წარმოშობის საგვარეულო იყო), მან თავისი მდგომარეობის განსამტკიცებლად თავის ვაჟს შერთო გურამ მამფალის ასული.