დავითნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ფსალმუნნი''' ანუ '''დავითნი''' - საღმრთო წიგნი შედგენილი ისრაელიანთა დიდი მეფის ღვთივცხებული დავით წინასწარმეტყველის მიერ, „ფსალმუნნი“ ღვთის სადიდებელი საგალობლების კრებულია (მასში გადმოცემულია ასევე ისტორიული მოვლენები), რომელიც დავით მეფემ შექმნა სულიწმიდის შთაგონებით. იგი ამავე დროს ებრაული სასულიერო პოეზიის უბადლო ნიმუშსაც წარმოადგენს.
+
'''ფსალმუნნი''' დავითნი. [[ძველი აღთქმა|ძველი აღთქმის]] ერთ-ერთი წიგნი. ქართულად ფსალმუნი
„ფსალმუნნი“ ძველი აღთქმის ბიბლიურ (საღმრთო) წიგნთა რიცხვს ეკუთვნის, რომელიც ავტორის სიცოცხლეშივე იყო აღიარებული სასულიერო პირთა მიერ და გამოყენებული ღვთისმსახურებაში. „ფსალმუნნი“ განიყოფა ხუთ აღსავალად, ანუ საფეხურად, რომელიც ასახავს ადამიანის სულიერი განვითარების ხუთ საფეხურს:
+
ეწოდება ამ წიგნში შეტანილ ცალკეულ [[საგალობელი|საგალობლებსაც]].  
  
I აღსავალი (1-40 ფსალ.) - არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის, ანუ მოქცევა ბოროტისაგან და სიკეთის გზაზე დადგომა.
+
ებრაული ფსალმუნის ავტორობა, ებრაული და [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] ტრადიციით, ისრაელის მეფე [[დავითი (ისრაელის მეფე)|დავითს]] (ძვ. წ. XI ს.) ან მასთან დაკავშირებულ პირებს მიეწერება. სინამდვილეში ფსალმუნი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა გარემოებათა გამო შექმნილ ნაწარმოებთა კრებულია, რომლის უძველესი ნაწილი ძვ. წ. X ს. განეკუთვნება და ხშირად კიდევ უფრო ძველ, პოლითეისტურ [[ქანაანი|ქანაანურ]] [[რელიგია|რელიგიურ]] კონცეფციათა კვალს შეიცავს. გვიანდელი ნაწილები [[ბაბილონი|ბაბილონში]] ტყვეობის (ძვ. წ. VI ს.) შემდეგდროინდელია. კუმრანის (მკვდარი ზღვის) ტექსტების აღმოჩენის შემდეგ გაირკვა, რომ ძვ. ებრაული ფსალმუნი შინაარსითა და მოცულობით განსხვავდება იმ კრებულისაგან, რომელიც საბოლოო რედაქტირების შემდეგ შეიტანეს [[ებრაელები|ებრაელებმა]] ძველ აღთქმაში.  
  
II აღსავალი (41-71 ფსალ.) - სურვილი ღმერთთან ყოფნისა, უზენაეს შემომქმედთან მიახლებისა.
+
ებრაულ ფსალმუნში 150 საგალობელია, ბერძნულსა და ზოგიერთ სხვაში, მათ შორის ქართულშიც, – 151. ფსალმუნების ნუმერაციაც თარგმანებში განსხვავებულია. ებრაულ ფსალმუნში [[ტექსტი]] დაყოფილია 5 წიგნად. ფორმითა და შინაარსით ის ძველი აღმოსავლეთის, განსაკუთრებით კი – ქანაანური პოეზიის, ტრადიციებით შეპირობებულ კანონებს მისდევს, რაც კარგად გამოჩნდა უგარიტული ტექსტების აღმოჩენის შემდეგ (XX ს. 30-იანი წლები). თარგმანები ტექსტუალურად ხშირად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რაც აიხსნება არა მარტო ებრაული დედნის განსხვავებული რედაქციების არსებობით, არამედ ებრაული არქაული პოეტური ენის სირთულითაც. ებრაულ ფსალმუნს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ებრაული [[ლიტურგია|ლიტურგიისათვის]]. ადრინდელ ქრისტიანულ ეპოქაშიც ლიტურგია უმთავრესად ფსალმუნთა გალობისაგან შედგებოდა. ამიტომ ფსალმუნი ერთ-ერთი ყველაზე ადრე ნათარგმნი წიგნია ყველგან, სადაც კი ქრისტიანობა შედიოდა.  
  
III აღსავალი (72-88 ფსალ.)- ღვთაებრივი საიდუმლოებების წვდომისა (შემეცნებისა, განჭვრეტისა), ანუ შემომქმედ ღმერთთან უფრო მეტი მიახლოვებისა.
+
==== ფსალმუნის ქართული თარგმანები ====
 +
[[საქართველო]]ში ფსალმუნი თარგმნილი უნდა იყოს არა უგვიანეს IV-V სს. (მასზე მითითება
 +
გვხვდება „[[შუშანიკის წამება]]ში“, „ხანმეტ ლექციონარში“ (VI-VII სს), 964 გადაწერილ „სინურ მრავალთავში“, 978 გადაწერილ ოშკის ბიბლიაში. ფსალმუნის შემორჩენილი უხვი ხელნაწერები IX-XI სს-აა.
 +
ბოლო ხანებამდე ცნობილი იყო 5 ასეთი ხელნაწერი. ამჟამად მათ ემატება სინას წმ. ეკატერინეს მონასტერში 1975 აღმოჩენილ ხელნაწერთა ახალი კოლექციის 3 ხელნაწერი. მათ შორის არსებული ტექსტუალური სხვაობები
 +
მიანიშნებენ განსხვავებული რედაქციული ფენების არსებობას, რომელთა შესახებაც ისტორიული ცნობები არ მოგვეპოვება. XI ს. შემდეგ ქართულ საეკლესიო პრაქტიკაში ძველი ტექსტი შეცვალა [[გიორგი მთაწმიდელი|გიორგი მთაწმიდლი]]ს ხელიდან გამოსულმა. გიორგისეულმა ფსალმუნის ნუსხები მრავლადაა, მაგრამ ადრეულები, XI-XII სს-ისა, იშვიათია. გიორგის ნამუშაკევს ადრევე დაუმსახურებია საყოველთაო აღიარება და საეკლესიო პრაქტიკაში მიღებულ ეულგატად ქცეულა. გიორგისეული ფსალმუნი შედის მრავალრიცხოვან საეკლესიო (ხელნაწერ თუ დასტამბულ) გამოცემებში. პირველი მეცნიერული გამოცემა (ძველ რედაქციებთან ერთად) 1960 დაიბეჭდა.
  
IV აღსავალი (89-105 ფსალ.) - ღმერთთან დაახლოვებული (ღვთივცხებული) კაცისა, რომელსაც ენიჭება ძალა (მადლი) ერისთვის ლოცვისა.
+
ფსალმუნი ქართულ წყაროებში ხშირად მოიხსენიება როგორც დავითნი ან დავითი („შუშანიკის წამებაში“,
 +
გიორგი მთაწმიდლის „ანდერიში“ და სხვ). ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ეს სახელი გულისხმობს
 +
დავითის ავტორობას, კარგად არის ცნობილი ძველ ქართულ სასულიერო მწერლობაში. საერთო რაოდენობა
 +
ფსალმუნებისა ძველ რედაქციებში არის 150 ან 151: პირველი რიცხვი უფრო ძველი ტრადიციის ამსახველია; გიორგი მთაწმიდლის ნარედაქტივებ ტექსტში ყოველთვის 151 არის. ფსალმუნთა სათვალავი უკლებლივ ყველგან ქართულში მისდევს ბერძნულს; ქართულ ფსალმუნში, როგორც ბერძნულში, ნაჩვენები არ არის ფსალმუნთა დაყოფა 5 წიგნად; მათი სათაურები „ზედწარწერილები“) ძველ ნუსხებში ერთმანეთისაგან განსხვავებულია,
 +
ხშირად გვხვდება ქრისტოლოგიური ინტერპრეტაციები, რომლებიც ებრაულ დედანში არ არის. ისინი, ჩვეულებრივ, ქრისტიანული ეგზეგეტიკური ლიტერატურიდან არის შემოტანილი. მუხლობრივი დაყოფა განსხვავებულია ძველ რედაქციებსა და გიორგისეულ ტექსტში. ძე. რედაქციებში 2900 მუხლია; გიორგისეული ტექსტის დამუხლვა თანხვდება ბერძნულ დამუხლვის გვიანდელ ტიპს, რომელიც ცნობილია „კონსტანტინოპოლური დაყოფის“ სახელით. მისი ერთ-ერთი პირველი ნიმუშია „უსპენსკის ფსალმუნის“ სახელით ცნობილი ბერძნული ხელნაწერი (862). გიორგისეულ ტექსტში, ისევე როგორც  „უსპენსკის ფსალმუნში“, 4732 მუხლია. განსხვავება ძველ რედაქციებსა და გიორგისეულ ფსალმუნს შორის კანონებად დანაწილებაშიც ჩანს. კანონთა რაოდენობა ერთგვარია: ყველგან არის 20 კანონი, ანუ ერთ ჯერზე წასაკითხავი მონაკვეთი ფსალმუნის
 +
ტექსტისა; მაგრამ ფსალმუნთა განაწილება კანონებში განსხვავებულია: 20 კანონიდან ერთნაირია მხოლოდ 7. პირველ. დაყოფას ძველ წყაროები, ჩვეულებრივ, „ქართულს“ უწოდებენ, თუმცა წარმოშობით იგი ქართული არ ჩანს. კანონებად დაყოფის მიხედვით ქართული ფსალმუნის ყველა რედაქცია განსხვავდება სომხურისაგან. რომელშიც ძველთაგანვე ტექსტი დაყოფილია 8 კანონად. ქართლი ფსალმუნის ხელნაწერებს, ჩვეულებრივ, ერთვის „გალობები“ – ამონაკრები სხვადასხვა ბიბლიური წიგნიდან. ყველა ქართ. რედაქციაში წარმოდგენილია ე. წ. „ახალი რიგი”. რომელშიც 9 გალობა შედის. ძველი ტიპი გალობებისა, – 14 გალობა – ქართულ წყაროებში არ ჩანს.
  
V აღსავალი (106-150 ფსალ.)- უმაღლესი მჭვრეტელობისა, რასაც შედეგად მოსდევს თავის უარყოფა და ყოვლიერების შემომქმედისადმი მადლიერება - გამოხატული მის ქებასა და დიდებაში.
+
არსებობს თანამედროვე ქართული თარგმანი ფსალმუნისა, შესრულებული იცხაკ მამისთვალოვის მიერ. იგივე
[ყოველი აღსავალი თავდება სიტყვებით: „იყავნ, იყავნ“.]
+
თარგმანი უდევს საფუძვლად ფსალმუნის ტექსტს ახალ ქართულად და- ბეჭდილ [[ბიბლია]]ში (1989). იგი
 
+
თარგმნილია ებრაული დედნიდან და მრავალ შინაარსობრივ სხვაობას
„ფსალმუნნი“ სულ-ხორციელად შეითვისა ქრისტიანობამ, მისი საგალობლები შედის ქრისტიანული ღვთისმსახურების თითქმის ყველა სახეობაში. უმეტესად ფსალმუნები დილისა და საღამოს ლოცვების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცნენ. „ფსალმუნნი“ მთლიანად იკითხება ყოველი მსგეფსის (კვირის) განმავლობაში; დიდ-მარხვის ჟამს კი მსგეფსში (კვირაში) ორჯერ.
+
აჩვენებს ძველ ქართულ თარგმანებთან შედარებით.
 
+
ქრისტიანობაში „ფსალმუნნი“ განიყო 20 კანონად. იგი შეიძლება ვიკითხოთ როგორც ჯგუფურად, ასევე საოჯახო (საშინაო) ვითარებაში. ერთი დღე-ღამის განმავლობაში ფსალმუნის წიგნის მთლიანი წაკითხვისას მკითხველზე გადმოდის უდიდესი ღვთიური მადლი, მაგრამ ეს უნდა განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მოძღვრის კურთხევით, თორემ შეიძლება უკუ-შედეგი გამოიღოს.
+
 
+
ფსალმუნებს უკითხავენ აგრეთვე ავადმყოფებს. განსაკუთრებით სასარგებლოა მათი წაკითხვა შეპყრობილთათვის, ანუ მათთვის, ვინც არაწმიდა სულების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება.
+
 
+
ფსალმუნებს უკითხავენ აგრეთვე მიცვალებულებს. ჭირისუფლებმა მიცვალებულს ფსალმუნები უნდა უკითხონ განუწყვეტლივ, ვიდრე იგი შინ ასვენია (ეს წესი ძველი აღთქმის ეკლესიიდან მომდინარეობს), დასაფლავების შემდეგ კი 40-მდე ყოველდღიურად მთელი „ფსალმუნნი“ უნდა წაუკითხონ.
+
 
+
წმიდა მამათა სწავლების თანახმად, ყოველ ფსალმუნს თავისი სულიერი მნიშვნელობა გააჩნია. მაგ. მომავალ მაცხოვარზე წინასწარმეტყველების საგალობლებად ითვლება შემდეგი ფსალმუნები: 2, 15, 21, 39, 44, 88, 90, 96, 109, 117.
+
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
იოსებ ახალშენოვი, ''ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი'' (რედაქტორი იოსებ ჯაჯანიძე). 2004.
+
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
  
 
[[კატეგორია:ძველი აღთქმა]]
 
[[კატეგორია:ძველი აღთქმა]]
 
[[კატეგორია:ძველი აღთქმის წიგნები]]
 
[[კატეგორია:ძველი აღთქმის წიგნები]]
[[კატეგორია:საგალობლები]]
+
[[კატეგორია:საგალობლები]]

მიმდინარე ცვლილება 01:54, 16 ივნისი 2024 მდგომარეობით

ფსალმუნნი – დავითნი. ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი. ქართულად ფსალმუნი ეწოდება ამ წიგნში შეტანილ ცალკეულ საგალობლებსაც.

ებრაული ფსალმუნის ავტორობა, ებრაული და ქრისტიანული ტრადიციით, ისრაელის მეფე დავითს (ძვ. წ. XI ს.) ან მასთან დაკავშირებულ პირებს მიეწერება. სინამდვილეში ფსალმუნი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა გარემოებათა გამო შექმნილ ნაწარმოებთა კრებულია, რომლის უძველესი ნაწილი ძვ. წ. X ს. განეკუთვნება და ხშირად კიდევ უფრო ძველ, პოლითეისტურ ქანაანურ რელიგიურ კონცეფციათა კვალს შეიცავს. გვიანდელი ნაწილები ბაბილონში ტყვეობის (ძვ. წ. VI ს.) შემდეგდროინდელია. კუმრანის (მკვდარი ზღვის) ტექსტების აღმოჩენის შემდეგ გაირკვა, რომ ძვ. ებრაული ფსალმუნი შინაარსითა და მოცულობით განსხვავდება იმ კრებულისაგან, რომელიც საბოლოო რედაქტირების შემდეგ შეიტანეს ებრაელებმა ძველ აღთქმაში.

ებრაულ ფსალმუნში 150 საგალობელია, ბერძნულსა და ზოგიერთ სხვაში, მათ შორის ქართულშიც, – 151. ფსალმუნების ნუმერაციაც თარგმანებში განსხვავებულია. ებრაულ ფსალმუნში ტექსტი დაყოფილია 5 წიგნად. ფორმითა და შინაარსით ის ძველი აღმოსავლეთის, განსაკუთრებით კი – ქანაანური პოეზიის, ტრადიციებით შეპირობებულ კანონებს მისდევს, რაც კარგად გამოჩნდა უგარიტული ტექსტების აღმოჩენის შემდეგ (XX ს. 30-იანი წლები). თარგმანები ტექსტუალურად ხშირად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რაც აიხსნება არა მარტო ებრაული დედნის განსხვავებული რედაქციების არსებობით, არამედ ებრაული არქაული პოეტური ენის სირთულითაც. ებრაულ ფსალმუნს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ებრაული ლიტურგიისათვის. ადრინდელ ქრისტიანულ ეპოქაშიც ლიტურგია უმთავრესად ფსალმუნთა გალობისაგან შედგებოდა. ამიტომ ფსალმუნი ერთ-ერთი ყველაზე ადრე ნათარგმნი წიგნია ყველგან, სადაც კი ქრისტიანობა შედიოდა.

[რედაქტირება] ფსალმუნის ქართული თარგმანები

საქართველოში ფსალმუნი თარგმნილი უნდა იყოს არა უგვიანეს IV-V სს. (მასზე მითითება გვხვდება „შუშანიკის წამებაში“, „ხანმეტ ლექციონარში“ (VI-VII სს), 964 გადაწერილ „სინურ მრავალთავში“, 978 გადაწერილ ოშკის ბიბლიაში. ფსალმუნის შემორჩენილი უხვი ხელნაწერები IX-XI სს-აა. ბოლო ხანებამდე ცნობილი იყო 5 ასეთი ხელნაწერი. ამჟამად მათ ემატება სინას წმ. ეკატერინეს მონასტერში 1975 აღმოჩენილ ხელნაწერთა ახალი კოლექციის 3 ხელნაწერი. მათ შორის არსებული ტექსტუალური სხვაობები მიანიშნებენ განსხვავებული რედაქციული ფენების არსებობას, რომელთა შესახებაც ისტორიული ცნობები არ მოგვეპოვება. XI ს. შემდეგ ქართულ საეკლესიო პრაქტიკაში ძველი ტექსტი შეცვალა გიორგი მთაწმიდლის ხელიდან გამოსულმა. გიორგისეულმა ფსალმუნის ნუსხები მრავლადაა, მაგრამ ადრეულები, XI-XII სს-ისა, იშვიათია. გიორგის ნამუშაკევს ადრევე დაუმსახურებია საყოველთაო აღიარება და საეკლესიო პრაქტიკაში მიღებულ ეულგატად ქცეულა. გიორგისეული ფსალმუნი შედის მრავალრიცხოვან საეკლესიო (ხელნაწერ თუ დასტამბულ) გამოცემებში. პირველი მეცნიერული გამოცემა (ძველ რედაქციებთან ერთად) 1960 დაიბეჭდა.

ფსალმუნი ქართულ წყაროებში ხშირად მოიხსენიება როგორც დავითნი ან დავითი („შუშანიკის წამებაში“, გიორგი მთაწმიდლის „ანდერიში“ და სხვ). ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ეს სახელი გულისხმობს დავითის ავტორობას, კარგად არის ცნობილი ძველ ქართულ სასულიერო მწერლობაში. საერთო რაოდენობა ფსალმუნებისა ძველ რედაქციებში არის 150 ან 151: პირველი რიცხვი უფრო ძველი ტრადიციის ამსახველია; გიორგი მთაწმიდლის ნარედაქტივებ ტექსტში ყოველთვის 151 არის. ფსალმუნთა სათვალავი უკლებლივ ყველგან ქართულში მისდევს ბერძნულს; ქართულ ფსალმუნში, როგორც ბერძნულში, ნაჩვენები არ არის ფსალმუნთა დაყოფა 5 წიგნად; მათი სათაურები „ზედწარწერილები“) ძველ ნუსხებში ერთმანეთისაგან განსხვავებულია, ხშირად გვხვდება ქრისტოლოგიური ინტერპრეტაციები, რომლებიც ებრაულ დედანში არ არის. ისინი, ჩვეულებრივ, ქრისტიანული ეგზეგეტიკური ლიტერატურიდან არის შემოტანილი. მუხლობრივი დაყოფა განსხვავებულია ძველ რედაქციებსა და გიორგისეულ ტექსტში. ძე. რედაქციებში 2900 მუხლია; გიორგისეული ტექსტის დამუხლვა თანხვდება ბერძნულ დამუხლვის გვიანდელ ტიპს, რომელიც ცნობილია „კონსტანტინოპოლური დაყოფის“ სახელით. მისი ერთ-ერთი პირველი ნიმუშია „უსპენსკის ფსალმუნის“ სახელით ცნობილი ბერძნული ხელნაწერი (862). გიორგისეულ ტექსტში, ისევე როგორც „უსპენსკის ფსალმუნში“, 4732 მუხლია. განსხვავება ძველ რედაქციებსა და გიორგისეულ ფსალმუნს შორის კანონებად დანაწილებაშიც ჩანს. კანონთა რაოდენობა ერთგვარია: ყველგან არის 20 კანონი, ანუ ერთ ჯერზე წასაკითხავი მონაკვეთი ფსალმუნის ტექსტისა; მაგრამ ფსალმუნთა განაწილება კანონებში განსხვავებულია: 20 კანონიდან ერთნაირია მხოლოდ 7. პირველ. დაყოფას ძველ წყაროები, ჩვეულებრივ, „ქართულს“ უწოდებენ, თუმცა წარმოშობით იგი ქართული არ ჩანს. კანონებად დაყოფის მიხედვით ქართული ფსალმუნის ყველა რედაქცია განსხვავდება სომხურისაგან. რომელშიც ძველთაგანვე ტექსტი დაყოფილია 8 კანონად. ქართლი ფსალმუნის ხელნაწერებს, ჩვეულებრივ, ერთვის „გალობები“ – ამონაკრები სხვადასხვა ბიბლიური წიგნიდან. ყველა ქართ. რედაქციაში წარმოდგენილია ე. წ. „ახალი რიგი”. რომელშიც 9 გალობა შედის. ძველი ტიპი გალობებისა, – 14 გალობა – ქართულ წყაროებში არ ჩანს.

არსებობს თანამედროვე ქართული თარგმანი ფსალმუნისა, შესრულებული იცხაკ მამისთვალოვის მიერ. იგივე თარგმანი უდევს საფუძვლად ფსალმუნის ტექსტს ახალ ქართულად და- ბეჭდილ ბიბლიაში (1989). იგი თარგმნილია ებრაული დედნიდან და მრავალ შინაარსობრივ სხვაობას აჩვენებს ძველ ქართულ თარგმანებთან შედარებით.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები