დადიანი ვამიყ (I)
(→წყარო) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 7 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ვამიყ (I) დადიანი''' - ძე [[გიორგი (III) დადიანი|გიორგი (III) დადიანისა]]; [[ოდიშის ერისთავი]] და [[მანდატურთუხუცესი]] 1384-1396 წწ-ში. | '''ვამიყ (I) დადიანი''' - ძე [[გიორგი (III) დადიანი|გიორგი (III) დადიანისა]]; [[ოდიშის ერისთავი]] და [[მანდატურთუხუცესი]] 1384-1396 წწ-ში. | ||
| − | ერისთავთ-[[ერისთავი|ერისთავად]] და მანდატურთუხუცესად იწოდება იგი ხობის მონასტრის კედლის | + | ერისთავთ-[[ერისთავი|ერისთავად]] და მანდატურთუხუცესად იწოდება იგი [[ხობის წარწერა 1384-96|ხობის მონასტრის კედლის წარწერა]]ში და, ასევე, წალენჯიხისა და ჯუმათის მთავარანგელოზის ამჟამად დაკარგული ხატების წარწერებში. მანდატურთუხუცესის სახელო და [[ოდიშის საერისთავო]] მას მიუღია მისივე მამის, [[გიორგი (III) დადიანი]]ს სიცოცხლეში. |
| − | აღმოსავლეთ [[საქართველო|საქართველოში]] თემურ-ლენგის პირველი ლაშქრობის დროს მიქელ მეფის შვილიშვილი გიორგი ცდილა დასავლურ-ქართული სამეფოს აღდგენას. ამ მიზნით „უმეტესად დაიპყრო | + | აღმოსავლეთ [[საქართველო|საქართველოში]] თემურ-ლენგის პირველი ლაშქრობის დროს [[მიქელი (ლიხთ-იმერეთის მეფე)|მიქელ]] მეფის შვილიშვილი გიორგი ცდილა დასავლურ-ქართული სამეფოს აღდგენას. ამ მიზნით „უმეტესად დაიპყრო [[იმერეთი]]“ და ვამიყ დადიანის დამორჩილებაც განუზრახავს. ვამიყ დადიანმა საქართველოს მეფეს უერთგულა და 1392 წ. გიორგი უფლისწული სასტიკად დაამარცხა. ვამიყ დადიანს, როგორც ჩანს, დასავლეთ საქართველოს ლაშქრით, დაულაშქრავს „წარმართობაში გადასული“ [[ჯიქეთი]], დაუნგრევია ციხენი, წამოუსხამს იქიდან მრავალი „მძევალნი“ და გამარჯვების ნიშნად წამოუღია „სვეტი და ფიქალი“. ამ ლაშქრობის შესახებ იუწყება ხობის ტაძრის სამხრეთ მინაშენზე ამოკვეთილი წარწერა. ვამიყ დადიანს დიდი წვლილი მიუძღვის წალენჯიხის ტაძრის შემკობაში შესანიშნავი ფრესკული მხატვრობით. ამ მიზნით მას საგანგებოდ მოუწვევია კონსტანტინოპოლიდან ბერძენი [[მხატვარი]]. ვამიყ დადიანი თავის უფლებამოსილებას იყენებდა ოდიშის სავაჭრო ცენტრების გაძლიერებისათვის და ქვეყნის ეკონომიკური აღორძინებისათვის, რისთვისაც მას, საკუთარი სახელით (სავარაუდოდ, მეფის ნებართვით) ფულიც მოუჭრია. ვამიყ დადიანი 1396 წ. გარდაიცვალა. დაკრძალულია ხობის საგვარეულო [[აკლდამა|აკლდამაში]]. |
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
==წყაროები და ლიტერატურა== | ==წყაროები და ლიტერატურა== | ||
| − | ვახუშტი 1973: 803; ბერაძე 1999: 144-145. | + | * ვახუშტი 1973: 803; |
| − | + | * ბერაძე 1999: 144-145. | |
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | + | [[ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში]] | |
[[კატეგორია:მანდატურთუხუცესები]] | [[კატეგორია:მანდატურთუხუცესები]] | ||
[[კატეგორია:ერისთავები]] | [[კატეგორია:ერისთავები]] | ||
[[კატეგორია:ოდიშის ერისთავები]] | [[კატეგორია:ოდიშის ერისთავები]] | ||
[[კატეგორია:დადიანები]] | [[კატეგორია:დადიანები]] | ||
| + | [[კატეგორია:ერისთავთ-ერისთავები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 02:42, 22 ივნისი 2024 მდგომარეობით
ვამიყ (I) დადიანი - ძე გიორგი (III) დადიანისა; ოდიშის ერისთავი და მანდატურთუხუცესი 1384-1396 წწ-ში.
ერისთავთ-ერისთავად და მანდატურთუხუცესად იწოდება იგი ხობის მონასტრის კედლის წარწერაში და, ასევე, წალენჯიხისა და ჯუმათის მთავარანგელოზის ამჟამად დაკარგული ხატების წარწერებში. მანდატურთუხუცესის სახელო და ოდიშის საერისთავო მას მიუღია მისივე მამის, გიორგი (III) დადიანის სიცოცხლეში.
აღმოსავლეთ საქართველოში თემურ-ლენგის პირველი ლაშქრობის დროს მიქელ მეფის შვილიშვილი გიორგი ცდილა დასავლურ-ქართული სამეფოს აღდგენას. ამ მიზნით „უმეტესად დაიპყრო იმერეთი“ და ვამიყ დადიანის დამორჩილებაც განუზრახავს. ვამიყ დადიანმა საქართველოს მეფეს უერთგულა და 1392 წ. გიორგი უფლისწული სასტიკად დაამარცხა. ვამიყ დადიანს, როგორც ჩანს, დასავლეთ საქართველოს ლაშქრით, დაულაშქრავს „წარმართობაში გადასული“ ჯიქეთი, დაუნგრევია ციხენი, წამოუსხამს იქიდან მრავალი „მძევალნი“ და გამარჯვების ნიშნად წამოუღია „სვეტი და ფიქალი“. ამ ლაშქრობის შესახებ იუწყება ხობის ტაძრის სამხრეთ მინაშენზე ამოკვეთილი წარწერა. ვამიყ დადიანს დიდი წვლილი მიუძღვის წალენჯიხის ტაძრის შემკობაში შესანიშნავი ფრესკული მხატვრობით. ამ მიზნით მას საგანგებოდ მოუწვევია კონსტანტინოპოლიდან ბერძენი მხატვარი. ვამიყ დადიანი თავის უფლებამოსილებას იყენებდა ოდიშის სავაჭრო ცენტრების გაძლიერებისათვის და ქვეყნის ეკონომიკური აღორძინებისათვის, რისთვისაც მას, საკუთარი სახელით (სავარაუდოდ, მეფის ნებართვით) ფულიც მოუჭრია. ვამიყ დადიანი 1396 წ. გარდაიცვალა. დაკრძალულია ხობის საგვარეულო აკლდამაში.
[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა
- ვახუშტი 1973: 803;
- ბერაძე 1999: 144-145.
[რედაქტირება] წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში