მიქელი (ლიხთ-იმერეთის მეფე)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მიქელი – ლიხთ-იმერეთის მეფე 1327-29. დავით VI ნარინის ვაჟი. აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა თავის ძმას, ლიხთ-იმერეთის მეფე კონსტანტინე I-ს (1293-1327). იგი გამეფდა ძმის, კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ, მიქელს გაუჭირდა ძმათა შუღლით აშლილი სამეფოს მკვიდრად დაჭერა. მისი მეფობა უდღეური აღმოჩნდა. 1329 წელს მეფის გარდაცვალებისთანავე გიორგი V ბრწყინვალე გადავიდა იმერეთში და დაიკავა ქუთაისი. ტახტის მემკვიდრე ბაგრატს შორაპნის ერისთავობა უბოძა. ამიერ-იმიერი საქართველო კვლავ გაერთიანდა.
წყაროები და ლიტერატურა
- ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა. წგ.: ქართლის ცხოვრება, ტ. 4. ს. ყაუხჩიშვილის გამ. თბ., 1973.