ოსტროვიეს შეთანხმება 1392

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 5: ხაზი 5:
 
* [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]]
 
* [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:საერთაშორისო შეთანხმებები]]
 
[[კატეგორია:საერთაშორისო შეთანხმებები]]
[[კატეგორია:პოლონეთის შეთანხმებები]]
+
[[კატეგორია:პოლონეთ-ლიტვის შეთანხმებები]]

14:22, 15 ივლისი 2024-ის ვერსია

ოსტროვიეს შეთანხმება 1392 – დაიდო 4. VIII ოსტროვიეში (პოლონეთი), პოლონეთის მეფის ვლადისლავ II-ის (იაგელოს) და ლიტველი ბოიარების მეთაურის ვიტოვტის შეხვედრაზე. ლიტველი და რუსი ბოიარების მიერ ლიტვის დიდი სამთავროს ლიკვიდაციაზე უარის თქმას (რაც გათვალისწინებული იყო იაგელოს მიერ ხელმოწერილი კრევოს უნიით 1385-86) მოჰყვა აჯანყება ლიტვაში. იაგელო, რომელსაც არ ძალუძდა მისი ჩახშობა, იძულებული გახდა, გაეუქმებინა კრევოს უნიის პირობები. შეთანხმების მიხედვით, ლიტვის დიდ მთავრად ითელებოდა ვლადისლავ II, მაგრამ რეალური ძალაუფლება სამუდამო მმართველის ტიტულით გადაეცა ვიტოვტს, რომელიც ატარებდა დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას. პოლონეთ-ლიტვის უნიის მნიშვნელობა მინიმუმამდე შემცირდა. თუმცა მოგვიანებით ვიტოვტი იძულებული გახდა, დათანხმებოდა შეთანხმების პირობების გადასინჯვას, 1401 დაიდო ვილნოს უნია.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები