ოსტროვიეს შეთანხმება 1392

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოსტროვიეს შეთანხმება 1392 – დაიდო 4. VIII ოსტროვიეში (პოლონეთი), პოლონეთის მეფის ვლადისლავ II-ის (იაგელოს) და ლიტველი ბოიარების მეთაურის ვიტოვტის შეხვედრაზე. ლიტველი და რუსი ბოიარების მიერ ლიტვის დიდი სამთავროს ლიკვიდაციაზე უარის თქმას (რაც გათვალისწინებული იყო იაგელოს მიერ ხელმოწერილი კრევოს უნიით 1385-86) მოჰყვა აჯანყება ლიტვაში. იაგელო, რომელსაც არ ძალუძდა მისი ჩახშობა, იძულებული გახდა, გაეუქმებინა კრევოს უნიის პირობები. შეთანხმების მიხედვით, ლიტვის დიდ მთავრად ითვლებოდა ვლადისლავ II, მაგრამ რეალური ძალაუფლება სამუდამო მმართველის ტიტულით გადაეცა ვიტოვტს, რომელიც ატარებდა დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას. პოლონეთ-ლიტვის უნიის მნიშვნელობა მინიმუმამდე შემცირდა. თუმცა მოგვიანებით ვიტოვტი იძულებული გახდა, დათანხმებოდა შეთანხმების პირობების გადასინჯვას, 1401 დაიდო ვილნოს უნია.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები