ვაზირთუხუცესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 7: ხაზი 7:
 
XIII ს-ის დამდეგს თამარ მეფის მიერ [[ათაბაგი|ათაბაგის]] სახელოს შემოღებით და მისი [[ამირსპასალარი|ამირსპასალარობასთან]] და [[მანდატურთუხუცესი|მანდატურთუხუცესობასთან]] ფაქტობრივი შეერთებით, საქართველოს მეფეს მწიგნობართუხუცესისა და ათაბაგ-ამირსპასალარის სახით ერთდროულად „ორი მამა“ გაუჩნდა. დროთა განმავლობაში ამ ორიდან ის პირი იწოდებოდა ვაზირთუხუცესად, რომელსაც ძლიერი რეალური დასაყრდენი ჰქონდა. სამეფო ხელისუფლების დასუსტების პირობებში ასეთს ათაბაგ-ამირსპასალარი წარმოადგენდა, მაგ. [[ივანე მხარგრძელი|ივანე]] (†1227) და [[ავაგ მხარგრძელი|ავაგ]] (1227-1250) მხარგძელები.
 
XIII ს-ის დამდეგს თამარ მეფის მიერ [[ათაბაგი|ათაბაგის]] სახელოს შემოღებით და მისი [[ამირსპასალარი|ამირსპასალარობასთან]] და [[მანდატურთუხუცესი|მანდატურთუხუცესობასთან]] ფაქტობრივი შეერთებით, საქართველოს მეფეს მწიგნობართუხუცესისა და ათაბაგ-ამირსპასალარის სახით ერთდროულად „ორი მამა“ გაუჩნდა. დროთა განმავლობაში ამ ორიდან ის პირი იწოდებოდა ვაზირთუხუცესად, რომელსაც ძლიერი რეალური დასაყრდენი ჰქონდა. სამეფო ხელისუფლების დასუსტების პირობებში ასეთს ათაბაგ-ამირსპასალარი წარმოადგენდა, მაგ. [[ივანე მხარგრძელი|ივანე]] (†1227) და [[ავაგ მხარგრძელი|ავაგ]] (1227-1250) მხარგძელები.
  
[[მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი|მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს]], როგორც ვვაზირთუხუცესს, ყველა მნიშვნელოვან საქმეზე მიუწვდებოდა ხელი, მათ შორის სამხედრო, საფინანსო და საეკლესიო საქმეებზე. თამარის მეფობის შემდგომ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი სავაზიროში შემავალ „სამთა ვაზირთა“ (ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი) და „ორთა ვაზირთა“ ([[მეჭურჭლეთუხუცესი]], [[მსახურთუხუცესი]]) ჯგუფიდან არც ერთში არ შედიოდა, მაგრამ გარკვეულწილად (ფორმალურად) ინარჩუნებდა ვაზირთა შორის პირველობას და „ვაზირთა შორის უპირველესად“ იწოდებოდა. რუსუდანის (1223-1245 წწ.) ზეობისას, ხორეზმელების დამრბევი ლაშქრობების და მონღოლთა ბატონობის პირობებში, მწიგნობართუხუცესის სახელოს აშკარა დაკნინების ფონზე, სამეფო საქმეთა განგება და ვაზირთუხუცესობა რეალურად ათაბაგის ხელში აღმოჩნდა. თანადროული ქართული და სომხური წყაროების ჩვენებით, „''რუსუდანს ეპყრა სამეფო ივანეს ზედამდგომელობით, რომელსაც ათაბაგი ეწოდებოდა''“ (''გრიგოლ აკანელი''), ხოლო ჯალალ ად-დინი ბიჯნისს მყოფ ავაგ ათაბაგს მიმართავდა: „''შენ ხარ ვაზირთუხუცესი მეფისა და ითუალავ საქართველოს''“ (''ჟამთააღმწერელი''). ამდენად, ვაზირთუხუცესის სახელოს არსებობის სხვადასხვა პერიოდში, მისი, როგორც მთავრობის (ანუ მინისტრთა კაბინეტის) მეთაურის ძლიერება და კომპეტენცია ყოველთვის ერთნაირი არ ყოფილა.
+
[[მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი|მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს]], როგორც ვვაზირთუხუცესს, ყველა მნიშვნელოვან საქმეზე მიუწვდებოდა ხელი, მათ შორის სამხედრო, საფინანსო და საეკლესიო საქმეებზე. თამარის მეფობის შემდგომ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი სავაზიროში შემავალ „სამთა ვაზირთა“ (ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი) და „ორთა ვაზირთა“ ([[მეჭურჭლეთუხუცესი]], [[მსახურთუხუცესი]]) ჯგუფიდან არც ერთში არ შედიოდა, მაგრამ გარკვეულწილად (ფორმალურად) ინარჩუნებდა ვაზირთა შორის პირველობას და „ვაზირთა შორის უპირველესად“ იწოდებოდა. რუსუდანის (1223-1245 წწ.) ზეობისას, ხორეზმელების დამრბევი ლაშქრობების და მონღოლთა ბატონობის პირობებში, მწიგნობართუხუცესის სახელოს აშკარა დაკნინების ფონზე, სამეფო საქმეთა განგება და ვაზირთუხუცესობა რეალურად ათაბაგის ხელში აღმოჩნდა. თანადროული ქართული და სომხური წყაროების ჩვენებით, „''რუსუდანს ეპყრა სამეფო ივანეს ზედამდგომელობით, რომელსაც ათაბაგი ეწოდებოდა''“ (''გრიგოლ აკანელი''), ხოლო [[ჯალალ ად-დინი]] ბიჯნისს მყოფ ავაგ ათაბაგს მიმართავდა: „''შენ ხარ ვაზირთუხუცესი მეფისა და ითუალავ საქართველოს''“ (''ჟამთააღმწერელი''). ამდენად, ვაზირთუხუცესის სახელოს არსებობის სხვადასხვა პერიოდში, მისი, როგორც მთავრობის (ანუ მინისტრთა კაბინეტის) მეთაურის ძლიერება და კომპეტენცია ყოველთვის ერთნაირი არ ყოფილა.
  
  
  
 
==წყაროები==
 
==წყაროები==
ხელმწიფის კარის გარიგება 1965: 80-97; 90-92; ჟამთააღმწერელი 1959: 151-325; 172; გრიგოლ აკანელი 1961: 9; მესხია 1979: 25; 70-75. სხირტლაძე 2000: 23, 46-50, 70-74.
+
* [[ხელმწიფის კარის გარიგება]] 1965: 80-97; 90-92;  
 +
* ჟამთააღმწერელი 1959: 151-325; 172;  
 +
* გრიგოლ აკანელი 1961: 9;  
 +
* მესხია 1979: 25; 70-75.  
 +
* სხირტლაძე 2000: 23, 46-50, 70-74.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
'''ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში'''. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017
+
[[ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში]]
[[კატეგორია:ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის მოხელეები ძველ საქართველოში]]
+
[[კატეგორია:მოხელეები ძველ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]]

მიმდინარე ცვლილება 16:41, 16 ივლისი 2024 მდგომარეობით

ვაზირთუხუცესი - საქართველოს ერთიან სამეფოში სახელმწიფო მმართველობის ცალკეულ უწყებათა (სამხედრო, საპოლიციო, ფინანსურ და სხვ.) ხელმძღვანელი იყო.

დავით IV აღმაშენებლის დროს (1089-1125), ფაქტობრივად, საფუძველჩაყრილი ცენტრალიზებული სამეფო ხელისუფლების აპარატი XIII ს-ის დასაწყისისათვის „სავაზიროს“ სახით ჩამოყალიბდა. უმაღლესი საერო და საეკლესიო მოხელის, „ვაზირთა უპირველეს“ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის მეთაურობით მასში შემავალი „დარბაზის რიგის“ მაღალი თანამდებობის პირები მთავრობის ფუნქციას ასრულებდნენ. მიჩნეულია, რომ XII-XIII ს-ის პირველ ათწლეულში საქართველოს სამეფო კარზე მხოლოდ მწიგნობართუხუცესი იწოდებოდა ვაზირად, ხოლო სავაზიროს ჩამოყალიბება „ვაზირთა უპირველესის“, იგივე ვაზირთუხუცესით სათავეში თამარის მეფობის შემდგომ ხანებში მოხდა (შ. მესხია).

კარნუ ქალაქიდან ალაფად წამოღებული „წიგნი სააქიმოს“ თარგმანის ანდერძში (ხეც, S-1274) „ვაზირთა ყოველთა უპირველესად“ იწოდება ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი და პროტოუპერტიმოსი თეოდორე. ვაზირთუხუცესის ოფიციალური ტიტულითაა მოხსენიებული ივრისპირა გარეჯის ერთ-ერთი გამოქვაბული მონასტრის (ქოლაგირის მთავარი ტაძარი XII-XIII სს. მიჯნა) მოხატულობის ქტიტორთა რიგის სათავეში გამოსახული მეფის მიერ ახლად დადგინებული ვაზირთუხუცესი, რომელსაც ახლავს ფრაგმენტულად მოღწეული ფრესკული წარწერა: „...ვაზირთუხუცეს და მწიგნობართა თვისთა უხუცეს ჰყო...

XIII ს-ის დამდეგს თამარ მეფის მიერ ათაბაგის სახელოს შემოღებით და მისი ამირსპასალარობასთან და მანდატურთუხუცესობასთან ფაქტობრივი შეერთებით, საქართველოს მეფეს მწიგნობართუხუცესისა და ათაბაგ-ამირსპასალარის სახით ერთდროულად „ორი მამა“ გაუჩნდა. დროთა განმავლობაში ამ ორიდან ის პირი იწოდებოდა ვაზირთუხუცესად, რომელსაც ძლიერი რეალური დასაყრდენი ჰქონდა. სამეფო ხელისუფლების დასუსტების პირობებში ასეთს ათაბაგ-ამირსპასალარი წარმოადგენდა, მაგ. ივანე (†1227) და ავაგ (1227-1250) მხარგძელები.

მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს, როგორც ვვაზირთუხუცესს, ყველა მნიშვნელოვან საქმეზე მიუწვდებოდა ხელი, მათ შორის სამხედრო, საფინანსო და საეკლესიო საქმეებზე. თამარის მეფობის შემდგომ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი სავაზიროში შემავალ „სამთა ვაზირთა“ (ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი) და „ორთა ვაზირთა“ (მეჭურჭლეთუხუცესი, მსახურთუხუცესი) ჯგუფიდან არც ერთში არ შედიოდა, მაგრამ გარკვეულწილად (ფორმალურად) ინარჩუნებდა ვაზირთა შორის პირველობას და „ვაზირთა შორის უპირველესად“ იწოდებოდა. რუსუდანის (1223-1245 წწ.) ზეობისას, ხორეზმელების დამრბევი ლაშქრობების და მონღოლთა ბატონობის პირობებში, მწიგნობართუხუცესის სახელოს აშკარა დაკნინების ფონზე, სამეფო საქმეთა განგება და ვაზირთუხუცესობა რეალურად ათაბაგის ხელში აღმოჩნდა. თანადროული ქართული და სომხური წყაროების ჩვენებით, „რუსუდანს ეპყრა სამეფო ივანეს ზედამდგომელობით, რომელსაც ათაბაგი ეწოდებოდა“ (გრიგოლ აკანელი), ხოლო ჯალალ ად-დინი ბიჯნისს მყოფ ავაგ ათაბაგს მიმართავდა: „შენ ხარ ვაზირთუხუცესი მეფისა და ითუალავ საქართველოს“ (ჟამთააღმწერელი). ამდენად, ვაზირთუხუცესის სახელოს არსებობის სხვადასხვა პერიოდში, მისი, როგორც მთავრობის (ანუ მინისტრთა კაბინეტის) მეთაურის ძლიერება და კომპეტენცია ყოველთვის ერთნაირი არ ყოფილა.


[რედაქტირება] წყაროები

[რედაქტირება] წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები