ჰერბერშტაინი სიზიგმუნდ ფონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჰერბერშტაინი სიზიგმუნდ ფონ“ გადაიტანა გვერდზე „[[სიზიგმუნდ ფონ ...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სიზიგმუნდ ფონ ჰერბერშტაინი“ გადაიტანა გვერდზე „[[ჰერბერშტაინი ...)
 

მიმდინარე ცვლილება 01:55, 30 ივლისი 2024 მდგომარეობით

სიზიგმუნდ ფონ ჰერბერშტაინი

სიზიგმუნდ (ზიგმუნდ) ფონ ჰერბერშტაინი – (გერმ. Siegmund Freiherr von Herberstein, 23 აგვისტო 1486 — 28 მარტი 1566), ცნობილი გერმანელი დიპლომატი და მოგზაური, ბარონი.

დაამთავრა ვენის უნივერსიტეტი. დიპლომატიური საქმიანობა დაიწყიო 1514 იმპერატორ მაქსიმილიან I-ის მრჩევლის რანგში. როგორც დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, ორჯერ ეწვია (1517 და 1526) მოსკოვს. პირველი ვიზიტისას ჰერბერშტაინი უშედეგოდ ცდილობდა რუსეთ-პოლონეთის მორიგებასა და მათ, ჩართვას ანტიჰაბსბურგულ კოალიციაში. ჰერბერშტაინის მეორე მისიის შედეგად მოხერხდა რუსეთ-პოლონეთის დაზავების 6 წლით გადავადება. იგი დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა აგრეთვე დანიაში, ჩეხეთში, ნიდერლანდში, ესპანეთში, იტალიის სახელმწიფოებში, სტამბოლში, არაერთხელ ეწვია პოლონეთსა და უნგრეთს. 1519 გამოსცა წიგნი „ჩანაწერები მოსკოვურ ამბებზე“.



[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები