სუფრაჩი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სუფრაჩი''' - (თურქ. supraçi - მესუფრე). სამეფო კარის მოხელე, მესუფრე, ...)
 
(ქართლი)
ხაზი 12: ხაზი 12:
 
====სუფრაჩები. XVII-XVIII სს====
 
====სუფრაჩები. XVII-XVIII სს====
 
=====ქართლი=====
 
=====ქართლი=====
* ჯავახიშვილი ფარსადან - სამეფო კარის ს. 1607 წ.
+
* ჯავახიშვილი ფარსადან - სამეფო კარის სუფრაჩი 1607 წ.
* ზაალ - სამეფო კარის ს. 1623-1632 წწ.
+
* ზაალ - სამეფო კარის სუფრაჩი 1623-1632 წწ.
* ბარათაშვილი ბარათა - სამეფო კარის ს. მეწინავე სადროშოს სარდალი 1626 წ.
+
* ბარათაშვილი ბარათა - სამეფო კარის სუფრაჩი, მეწინავე სადროშოს სარდალი 1626 წ.
* ბარათაშვილი ავთანდილ - სამეფო კარის ს. 1628-1648 წწ.
+
* ბარათაშვილი ავთანდილ - სამეფო კარის სუფრაჩი 1628-1648 წწ.
* ჰამზაბეგ - ს. და სახლთუხუცესი 1630-40-იანი წწ. როსტომ მეფის დავალებით ახლდა ირანში მიმავალ ზაალ ერისთავსა და იოთამ ამილახვარს.
+
* ჰამზაბეგ - სუფრაჩი და სახლთუხუცესი 1630-40-იანი წწ. როსტომ მეფის დავალებით ახლდა ირანში მიმავალ ზაალ ერისთავსა და იოთამ ამილახვარს.
* ვახტანგ - სამეფო კარის ს. 1630-იანი წწ.
+
* ვახტანგ - სამეფო კარის სუფრაჩი 1630-იანი წწ.
* იმამყული - მეითარ მანუჩარის ძე, სამეფო კარის ს. 1660-იანი წწ.
+
* იმამყული - მეითარ მანუჩარის ძე, სამეფო კარის სუფრაჩი 1660-იანი წწ.
* არათაშვილი ქაიხოსრო - სამეფო კარის ს. 1671-1685 წწ.
+
* არათაშვილი ქაიხოსრო - სამეფო კარის სუფრაჩი 1671-1685 წწ.
* პაატა - მეითარ მანუჩარის ძე, სამეფო კარის ს. 1679-1690 წწ., ქალაქის მოურავი 1679 წ. ახლო ხანები.
+
* პაატა - მეითარ მანუჩარის ძე, სამეფო კარის სუფრაჩი 1679-1690 წწ., ქალაქის მოურავი 1679 წ. ახლო ხანები.
  
 
=====კახეთი=====
 
=====კახეთი=====

12:41, 16 ივნისი 2017-ის ვერსია

სუფრაჩი - (თურქ. supraçi - მესუფრე). სამეფო კარის მოხელე, მესუფრე, რომელიც საფარეშოს ყველაზე მნიშვნელოვანი სახელო იყო.

ვახუშტის მიხედვით, სუფრაჩმა ჩაანაცვლა ჩუხჩარეხი, რომლის გამგებლობაში შედიოდნენ სასახლის მზარეულები, მეპურეები, მგოსნები, მუსიკოსები და სხვ. სულხან-საბა ორბელიანი მას „მატაკარანად“, „მზრეულთუხუცესად“ განმარტავს. ვახტანგ VI „დასტურლამალში“ სუფრაჩს მეჯლისის მოხელეებს შორის მოიხსენიებს სახლთუხუცესისა და ნაზირის შემდეგ. მის ფუნქციებში შედიოდა სუფრის გაშლა (ფარეშთუხუცესებთან ერთად), მეფისათვის (ბატონისათვის) საჭმლის მირთმევა.

ზოგიერთი ცნობით, სუფრაჩები ბრძოლებშიც იღებდნენ მონაწილეობას („არჩილიანი“). აღნიშნული სახელო საპატიო იყო სამეფო კარზე და მას სათავადო სახლების გავლენიანი პირები, მსხვილი ფეოდალები იკავებდნენ: ქართლში სუფრაჩები იყვნენ შადიმან ბარათაშვილი, რომელიც ლუარსაბ II-ის დროს გადამწყვეტ როლს თამაშობდა სამეფოს მართვა-გამგეობაში, ქაიხოსრო ბარათაშვილი; კახეთში - ბიძინა ჩოლოყაშვილი და სხვ.

როსტომ მეფე მნიშვნელოვან როლს აკისრებდა ამ სახელოს წარმომადგენელს და მას ირანში წარგზავნილ პირებს აახლებდა ხოლმე (ჰამზაბეგ სუფრაჩი ზაალ ერისთავსა და იოთამ ამილახვარს გაჰყვა ირანში). სუფრაჩები სხვა თანამდებობებსაც ითავსებდნენ - ნაზირის, სახლთუხუცესის, მეჰმანდარის, ადგილობრივი მოურავების.

სუფრაჩი ჰყავდა როგორც მეფეს, ისე დედოფალს. იგი ხელმძღვანელობდა საკუთარ „თაბუნს“ ხელშინაური მოხელეებისას (სასახლის მსახურები და მზარეულები). სუფრაჩი ისევე, როგორც სხვა მოხელეები, იღებდა სარგოს ნატურალური გამოსაღებების, კერძოდ, თევზის, საბალახოს, საკლავის წილების სახით.


სარჩევი

სუფრაჩები. XVII-XVIII სს

ქართლი
  • ჯავახიშვილი ფარსადან - სამეფო კარის სუფრაჩი 1607 წ.
  • ზაალ - სამეფო კარის სუფრაჩი 1623-1632 წწ.
  • ბარათაშვილი ბარათა - სამეფო კარის სუფრაჩი, მეწინავე სადროშოს სარდალი 1626 წ.
  • ბარათაშვილი ავთანდილ - სამეფო კარის სუფრაჩი 1628-1648 წწ.
  • ჰამზაბეგ - სუფრაჩი და სახლთუხუცესი 1630-40-იანი წწ. როსტომ მეფის დავალებით ახლდა ირანში მიმავალ ზაალ ერისთავსა და იოთამ ამილახვარს.
  • ვახტანგ - სამეფო კარის სუფრაჩი 1630-იანი წწ.
  • იმამყული - მეითარ მანუჩარის ძე, სამეფო კარის სუფრაჩი 1660-იანი წწ.
  • არათაშვილი ქაიხოსრო - სამეფო კარის სუფრაჩი 1671-1685 წწ.
  • პაატა - მეითარ მანუჩარის ძე, სამეფო კარის სუფრაჩი 1679-1690 წწ., ქალაქის მოურავი 1679 წ. ახლო ხანები.
კახეთი
  • ჩოლაყაშვილი ბიძინა
  • ჩოლაყაშვილი ქაიხოსრო - სამეფო კარის ს. 1641--1648 წწ.
  • გურამიშვილი ზაალ - სამეფო კარის ს. 1672-1673 წწ.
  • ჩოლაყაშვილი ფარემუზ - სამეფო კარის ს. 1680-იანი - 1699 წწ.
  • [ანდრონიკაშვილი] ლუარსაბ - სამეფო კარის ს. 1673 წ.
  • [ჩოლაყაშვილი] რამაზ - სამეფო კარის ს. 1690-იანი წწ.
  • გიორგი - სამეფო კარის ს. 1690-ანი - 1741 წწ.
  • დემეტრე - სამეფო კარის ს. 1704 წ.
  • ფარემუზ - სამეფო კარის ს. 1704-1735 წწ.
  • ზურაბისშვილი ზურაბ - ქართლ-კახეთის სამეფო კარის ს. 1764 წ.
იმერეთი
  • ჩხეიძე ოტია - სამეფო კარის ს. 1660-იანი წწ.


წყაროები და ლიტერატურა

სურგულაძე 1952: 197-199; სოსელია 1973: 41; დასტურლამალი 1965: 253; ვახუშტი 1973: 23; ფარსადან გორგიჯანიძე 1925: 225; „არჩილიანი“ 1937: 114-115.


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები