სიმოლინი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სიმოლინი ივანე“ გადაიტანა გვერდზე „ივანე სიმოლინი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ივანე სიმოლინი“ გადაიტანა გვერდზე „სიმოლინი ივანე“ გადამისამ...)

14:33, 9 აგვისტო 2024-ის ვერსია

სიმოლინი ივანე – რუსი დიპლომატი.

1744-58 იყო რუსეთის საელჩოს მდივანი ჯერ კოპენჰაგენში, შემდეგ – ვენაში;
1758-73 მინისტრ-რეზიდენტია რეგენსბურგში (გერმანია);
1773 მოკლე ვადით იმყოფებოდა დანიაში ელჩად;
1774-79 – საგანგებო დესპანი შვედეთში;
1779-85 – სრულუფლებიანი მინისტრი დიდ ბრიტანეთში;
1785 დაინიშნა ელჩად საფრანგეთში, რევოლუციის მსვლელობის დროს აქ იგი ფაქტობრივად მეთვალყურის როლს ასრულებდა. სიმოლინის შეტყობინებები წარმოადგენდა ეკატერინე II-სათვის ინფორმაციის ძირითად წყაროს საფრანგეთის შინაგანი მდგომარეობისა და რევოლუციის მსვლელობის თაობაზე.
1792 წელს სიმოლინი საფრანგეთიდან გაიწვიეს. წასვლის წინ იგი საიდუმლოდ შეხვდა ლუი XVI-სა და მარი ანტუანეტას, რომელთაც განუცხადეს, რომ მათი ერთადერთი იმედი უცხოელ მონარქთა დახმარება იყო. პეტერბურგს მიმავალი სიმოლინი ვენაში შეჩერდა, სადაც იმპერატორ ლეოპოლდ II-სა და კანცლერ კაუნიცს მარი ანტუანეტას წერილები გადასცა. მომდევნო წლებში სიმოლინი, როგორც რუსეთის დიპლომატიური აგენტი, ანტიფრანგული კოალიციის არმიაში იმყოფებოდა.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები