ფორდის დოქტრინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფორდის დოქტრინა“ გადაიტანა გვერდზე „[[ფორდის „წყნარი ოკეანის დო...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფორდის „წყნარი ოკეანის დოქტრინა““ გადაიტანა გვერდზე „[[ფორდის დ...)

23:17, 23 აგვისტო 2024-ის ვერსია

„ფორდის დოქტრინა“ – (ფორდის „წყნარი ოკეანის დოქტრინა“), ჩამოყალიბებული იყო 7-XII.1975 აშშ-ის პრეზიდენტ ფორდის გამოსვლისას ჰონოლულუს (ჰავაი) უნივერსიტეტში, ჩინეთში, ინდონეზიასა და ფილიპინებზე მისი ვიზიტის დასრულების შემდეგ;

მასში აისახა ის ცვლილებები, რომლებიც განიცადა აშშ-ის პოლიტიკამ აზიაში, შორეულ აღმოსავლეთსა და წყნარი ოკეანის რაიონში მისი პოზიციების განმტკიცების საკითხში, „ფორდის დოქტრინის“ თანახმად, აშშ-ის სამხედრო ძლიერება წარმოადგენდა ნებისმიერ სტაბილურ ძალთა ბალანსის საფუძველს წყნარი ოკეანის რაიონში. იმავდროულად კონსტატირებული იყო მთელ რიგ აზიურ იმისთანებთან აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიური თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობა. ამერიკელითა პარტნიორობა იაპონიასთან კვალიფიცირებული იყო როგორც „ამერიკული სტრატეგიის ფუნდამენტი“. ჩინეთს, ისევე როგორც იაპონიას, ენიჭებოდა ერთ-ერთი საკვანძო ელემენტის როლი აზიასა და წყნარი ოკეანის აუზში არსებულ ძალთა ბალანსში, აშშ-ს, იაპონიასა და ჩინეთს წამყვანი როლი უნდა შეესრულებინათ აზიის კონტინენტზე და უზრუნველეყოთ იქ ამერიკული ინტერესების დაცვა.

„ფორდის დოქტრინა“ რ. ნიქსონის „წყნარი ოკეანის დოქტრინისაგან“ დაგვასხდებოდა აზიაში აშშ-ის პოლიტიკის ზოგადტაქტიკური ორიენტაციის ცვლილებით. თუ „ნიქსონის დოქტრინა” აქცენტს აკეთებდა აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ვალდებულებებისა და სამხედრო ყოფნის შემცირებაზე აზიაში, „ფორდის დოქტრინა“ პირველ რიგში მიზნად ისახავდა რეგიონში ამერიკული გავლენის შენარჩუნების ფორმების გამოძებნას. „ფორდის დოქტრინაში“ ნათლად იყო გამოხატული აშშ-ის მიერ კორეის სამხრეთში, შორეული აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კუნძულოვან ბაზებზე სამხედრო ყოფნის შენარჩუნების სურვილი.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები