პარიზის საერთაშორისო კონფერენცია ვიეტნამის საკითხზე 1973

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პარიზის საერთაშორისო კონფერენცია ვიეტნამის საკითხზე 1973“ გადაიტ...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „[[შეთანხმება ვიეტნამში ომის შეწყვეტისა და მშვიდობის აღდგენის შეს...)

21:34, 11 სექტემბერი 2024-ის ვერსია

პარიზის საერთაშორისო კონფერენცია ვიეტნამის საკითხზე 1973 − მიმდინარეობდა 26.II –2.III ვიეტნამში ომის შეწყვეტისა და მშვიდობის აღდგენის შესახებ შეთანხმების (1973) შესაბამისად და ამ შეთანხმების დასამტკიცებლად. მონაწილეობდნენო შეთანხმებაზე ხელმომწერი მხარეების – ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის, სამხრეთ ვიეტნამის რესპუბლიკის, აშშ-ის და საიგონის ადმინისტრაციის, ასევე სსრკ-ის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის, პოლონეთის, უნგრეთის, კანადის, ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრები და გაეროს გენერალური მდივანი. კონფერენცია წარმატებით დასრულდა, 2.III ხელი მოაწერეს ვიეტნამის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციის აქტს, რომლითაც მისმა მონაწილეებმა მოიწონეს შეთანხმება და მისი 4 ოქმი, იკისრეს ვალდებულება პატივი ეცათ და განუხრელად შეესრულებინათ იგი. აქტში მითითებული იყო, რომ შეთანხმება პასუხობს ვიეტნამელი ხალხის ინტერესებს, უზრუნველყოფს მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის უფლებას, ვიეტნამის ტერიტორიულ მთლიანობას და ერთიანობას, ასევე სამხრეთ ვიეტნამის მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლებას.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები