პანამის თათბირი 1939
(→წყარო) |
|||
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''პანამის თათბირი 1939''' – (ამერიკულ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების I საკონსულტაციო თათბირი), ჩატარდა 23.IX – | + | '''პანამის თათბირი 1939''' – (ამერიკულ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების I საკონსულტაციო თათბირი), ჩატარდა 23.IX – 3.X. ქ. პანამაში, [[აშშ]]-ის და ყველა ლათინურამერიკულ სახელმწიფოთა წარმომადგენლების მონაწილეობით. მოიწვიეს ლიმის დეკლარაციის 1938 შესაბამისად, აშშ-ის ინიციატივით. რომელიც ცდილობდა, [[მეორე მსოფლიო ომი]]ს 1939-45 დაწყებასთან დაკავშირებით, დასავლეთ ნახევარსფეროს სახელმწიფოთა გაერთიანებას [[ნეიტრალიტეტი]]ს საფუძველზე. „საერთო დეკლარაციაში ნეიტრალიტეტის შესახებ“ თათბირის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ გაატარებდნენ ევროპაში მიმდინარე [[ომი]]ს მიმართ [[ნეიტრალიტეტი]]ს პოლიტიკას. ამ გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლისათვის იქმნებოდა სპეციალური ამერიკათაშორისო კომიტეტი. |
+ | |||
+ | დეკლარაციის თანახმად, ჩრდილოამერიკულ ხომალდებს საშუალება მიეცათ პანამის და სხვა ლათინურამერიკული ქვეყნების დროშით, დაუბრკოლებლად შესულიყვნენ [[მეომარი მხარე (საერთაშორისო სამართალში)|მეომარ მხარეთა]] [[პორტი|პორტებში]], ამით აშშ-ს შეეძლო განეხორციელებინა სამხედრო მოწოდებები [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთსა]] და [[საფრანგეთი|საფრანგეთში]]; ბრიტანულ და ფრანგულ შეიარაღებულ ხომალდებს მიეცა ამერიკულ სახელმწიფოთა პორტებში შესვლის უფლება, ხოლო იტალიურ და გერმანულ ხომალდებს თათბირის შემდეგ ეს უფლება ჩამოერთვათ. | ||
+ | |||
+ | პანამის დეკლარაციის თანახმად, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის სანაპიროს გასწვრივ, კანადიდან სამხრეთით, სანაპიროდან 300-დას 1000 მილის დაშორებით, დადგინდა ე.წ. „უშიშროების ზონა“ ამ ზონის საზღვრებში თათბირის მონაწილეებს მიეცათ მათ სანაპიროსთან მიმდებარე წყლების პატრულირების უფლება. გათვალისწინებული იყო კონტინენტის სახელმწიფოთა ერთობლივი გამოსვლა. თათბირის მონაწილე სახელმწიფოთა [[შეიარაღებული ძალები|შეიარაღებულ ძალებს]] მიეცათ მეომარ მხარეთა იმ ხომალდების შეპყრობის უფლება, რომლებიც „უშიშროების ზონაში“ აღმოჩნდებოდნენ. თათბირზე მიიღეს ასევე [[რეზოლუცია]], რომელშიც ზოგად ფორმებში იყო დეკლარირებული ლათინურ ამერიკაში „[[ღერძი ბერლინი-რომი]]ს” სახელმწიფოთა ძირგამომთხრელ საქმიანობასთან ბრძოლის აუცილებლობა. | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | ||
− | [[კატეგორია:საერთაშორისო | + | [[კატეგორია:საერთაშორისო თათბირები]] |
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:მეორე მსოფლიო ომი]] |
მიმდინარე ცვლილება 15:18, 27 სექტემბერი 2024 მდგომარეობით
პანამის თათბირი 1939 – (ამერიკულ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების I საკონსულტაციო თათბირი), ჩატარდა 23.IX – 3.X. ქ. პანამაში, აშშ-ის და ყველა ლათინურამერიკულ სახელმწიფოთა წარმომადგენლების მონაწილეობით. მოიწვიეს ლიმის დეკლარაციის 1938 შესაბამისად, აშშ-ის ინიციატივით. რომელიც ცდილობდა, მეორე მსოფლიო ომის 1939-45 დაწყებასთან დაკავშირებით, დასავლეთ ნახევარსფეროს სახელმწიფოთა გაერთიანებას ნეიტრალიტეტის საფუძველზე. „საერთო დეკლარაციაში ნეიტრალიტეტის შესახებ“ თათბირის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ გაატარებდნენ ევროპაში მიმდინარე ომის მიმართ ნეიტრალიტეტის პოლიტიკას. ამ გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლისათვის იქმნებოდა სპეციალური ამერიკათაშორისო კომიტეტი.
დეკლარაციის თანახმად, ჩრდილოამერიკულ ხომალდებს საშუალება მიეცათ პანამის და სხვა ლათინურამერიკული ქვეყნების დროშით, დაუბრკოლებლად შესულიყვნენ მეომარ მხარეთა პორტებში, ამით აშშ-ს შეეძლო განეხორციელებინა სამხედრო მოწოდებები დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში; ბრიტანულ და ფრანგულ შეიარაღებულ ხომალდებს მიეცა ამერიკულ სახელმწიფოთა პორტებში შესვლის უფლება, ხოლო იტალიურ და გერმანულ ხომალდებს თათბირის შემდეგ ეს უფლება ჩამოერთვათ.
პანამის დეკლარაციის თანახმად, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის სანაპიროს გასწვრივ, კანადიდან სამხრეთით, სანაპიროდან 300-დას 1000 მილის დაშორებით, დადგინდა ე.წ. „უშიშროების ზონა“ ამ ზონის საზღვრებში თათბირის მონაწილეებს მიეცათ მათ სანაპიროსთან მიმდებარე წყლების პატრულირების უფლება. გათვალისწინებული იყო კონტინენტის სახელმწიფოთა ერთობლივი გამოსვლა. თათბირის მონაწილე სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებს მიეცათ მეომარ მხარეთა იმ ხომალდების შეპყრობის უფლება, რომლებიც „უშიშროების ზონაში“ აღმოჩნდებოდნენ. თათბირზე მიიღეს ასევე რეზოლუცია, რომელშიც ზოგად ფორმებში იყო დეკლარირებული ლათინურ ამერიკაში „ღერძი ბერლინი-რომის” სახელმწიფოთა ძირგამომთხრელ საქმიანობასთან ბრძოლის აუცილებლობა.