ღერძი ბერლინი-რომი
ღერძი ბერლინი-რომი – გერმანიისა და იტალიის სამხედრო-პოლიტიკური კავშირი. გაფორმდა ამ ქვეყნებს შორის 25.X.1936 ბერლინში მიღწეული შეთანხმებით, აღნიშნული დოკუმენტით, რომელიც 5 პუნქტისაგან შედგებოდა.
მხარეებმა შეათანხმეს თავიანთი პოზიციები საგარეო პოლიტიკის სფეროში. ისინი შეთანხმდნენ ბალკანეთსა და მდინარე დუნაის აუზში ექსპანსიის სფეროების დაყოფის შესახებ; დაადასტურეს ფრანკოს მთავრობის ცნობა და განსაზღვრეს მისთვის შემდგომი სამხედრო დახმარების გასაწევად საჭირო ღონისძიებები. გერმანიამ ცნო იტალიის მიერ ეთიოპიის დაპყრობა. ღერძის შექმნამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა II მსოფლიო ომის დაწყება. მან სათავე დაედო ფაშისტური ქვეყნების ბლოკს. ღერძის გაგრძელებად იქცა „ანტიკომინტერნული პაქტი“ (25-XI.1936) გერმანიასა და იაპონიას შორის, რომელსაც 1937 წლის 6 ნოემბერს შეუერთდა იტალია.