სიმლის მოლაპარაკებები 1972
(ახალი გვერდი: '''სიმლის მოლაპარაკებები 1972''' – (ინდოეთისა და პაკისტანის მთ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''სიმლის მოლაპარაკებები 1972''' – ([[ინდოეთი]]სა და [[პაკისტანი]]ს მთავრობათა მეთაურებს შორის), მიმდინარეობდა 28.VI-დან– 3.VII- მდე სიმლაში ([[ინდოეთი]]) ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტის 1977 შედეგების მოწესრიგების მიზნით. მოლაპარაკების შედეგად, 3.VII ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელშიც ინდოეთმა და პაკისტანმა გამოთქვეს მზადყოფნა, ბოლო მოეღოთ | + | '''სიმლის მოლაპარაკებები 1972''' – ([[ინდოეთი]]სა და [[პაკისტანი]]ს მთავრობათა მეთაურებს შორის), მიმდინარეობდა 28.VI-დან– 3.VII- მდე სიმლაში ([[ინდოეთი]]) ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტის 1977 შედეგების მოწესრიგების მიზნით. მოლაპარაკების შედეგად, 3.VII ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელშიც ინდოეთმა და პაკისტანმა გამოთქვეს მზადყოფნა, ბოლო მოეღოთ [[კონფლიქტი]]სათვის, უთანხმოება მოეგვარებინათ, ორმხრივი მოლაპარაკებების გზით ანდა სხვა მშვიდობიანი მეთოდებით. მათ განაცხადეს, რომ შერიგების, კეთილმეზობლობისა და მათ შორის მტკიცე მშვიდობის დამყარების წინაპირობას წარმოადგენდა 2 ქვეყნის მიერ მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპის ერთგულება. მხარეებმა იკისრეს, [[გაერო]]ს წესდების შესაბამისად, თავი შეეკავებინათ ძალის მუქარისა და ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან. ინდოეთისა და პაკისტანის მთავრობები შეთანხმდნენ [[შეიარაღებული ძალები]]ს ორმხრივი უკანდახევის თაობაზე, რაც შეეხება ჯამუს და ქაშმირის პრობლემას, ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას, პატივი ეცათ ახალი ფაქტობრივი საკონტროლო ხაზისათვის, რომელიც შეიქმნა [[ცეცხლის შეწყვეტა|ცეცხლის შეწყვეტის]] შედეგად (17.XII.1972). მხარეების მიერ [[რატიფიკაცია|რატიფიცირების]] შემდეგ შეთანხმება ძალაში შევიდა 4.VIII.1972. ამავე წლის დეკემბერში მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ჯამუსა და ქაშმირში საკონტროლო ხაზის განმტკიცების შესახებ, მოხდა ჯარების დაშორიშორება კონფლიქტის დროს დაპყრობილი ტერიტორიებიდან ინდოეთ-პაკისტანის საზღვრისკენ. |
მიმდინარე ცვლილება 16:01, 7 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით
სიმლის მოლაპარაკებები 1972 – (ინდოეთისა და პაკისტანის მთავრობათა მეთაურებს შორის), მიმდინარეობდა 28.VI-დან– 3.VII- მდე სიმლაში (ინდოეთი) ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტის 1977 შედეგების მოწესრიგების მიზნით. მოლაპარაკების შედეგად, 3.VII ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელშიც ინდოეთმა და პაკისტანმა გამოთქვეს მზადყოფნა, ბოლო მოეღოთ კონფლიქტისათვის, უთანხმოება მოეგვარებინათ, ორმხრივი მოლაპარაკებების გზით ანდა სხვა მშვიდობიანი მეთოდებით. მათ განაცხადეს, რომ შერიგების, კეთილმეზობლობისა და მათ შორის მტკიცე მშვიდობის დამყარების წინაპირობას წარმოადგენდა 2 ქვეყნის მიერ მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპის ერთგულება. მხარეებმა იკისრეს, გაეროს წესდების შესაბამისად, თავი შეეკავებინათ ძალის მუქარისა და ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან. ინდოეთისა და პაკისტანის მთავრობები შეთანხმდნენ შეიარაღებული ძალების ორმხრივი უკანდახევის თაობაზე, რაც შეეხება ჯამუს და ქაშმირის პრობლემას, ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას, პატივი ეცათ ახალი ფაქტობრივი საკონტროლო ხაზისათვის, რომელიც შეიქმნა ცეცხლის შეწყვეტის შედეგად (17.XII.1972). მხარეების მიერ რატიფიცირების შემდეგ შეთანხმება ძალაში შევიდა 4.VIII.1972. ამავე წლის დეკემბერში მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ჯამუსა და ქაშმირში საკონტროლო ხაზის განმტკიცების შესახებ, მოხდა ჯარების დაშორიშორება კონფლიქტის დროს დაპყრობილი ტერიტორიებიდან ინდოეთ-პაკისტანის საზღვრისკენ.