სტიმსონი ჰენრი ლუის
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჰენრი ლუის სტიმსონი“ გადაიტანა გვერდზე „სტიმსონი ჰენრი ლუის“ ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ჰენრი ლუის სტიმსონი''' – (ინგლ. Henry Lewis Stimson, 21 სექტემბერი, 1867 — 20 ოქტომბერი, 1950), აშშ-ის სახელწიფო მოღვაწე. | '''ჰენრი ლუის სტიმსონი''' – (ინგლ. Henry Lewis Stimson, 21 სექტემბერი, 1867 — 20 ოქტომბერი, 1950), აშშ-ის სახელწიფო მოღვაწე. | ||
| − | 1911-13 პრეზიდენტ | + | 1911-13 პრეზიდენტ [[ტაფტი უილიამ ჰოვარდ|ტაფტი]]ს დროს მუშაობდა სამხედრო მინისტრად. 1927 იყო პრეზიდენტის სპეციალური დესპანი ნიკარაგუაში. 1928-29 – ფილიპინების გენერალ-გუბერნატორი. 1929-33 – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი (პრეზიდენტ ჰუვერის დროს). 1930 ამერიკის დელეგაციას მეთაურობდა ლონდონის საზღვაო კონფერენციაზე, ხოლო 1932 – განიარაღების კონფერენციაზე ჟენევაში. სახელმწიფოს სათავეში [[რუზველტი ფრანკლინ დელანო|რუზველტი]]ს მოსვლის შემდეგ სამსახურიდან გადადგა (1933). [[მეორე მსოფლიო ომი]]ს წლებში გამოდიოდა გერმანული [[აგრესია|აგრესიის]] წინააღმდეგ ბრძოლის მომხრედ, ილაშქრებდა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული „ნეიტრალიტეტის აქტის“ წინააღმდეგ. 1940 პრეზიდენტმა ფ. რუზველტმა რესპუბლიკელი სტიმსონი თავისი კაბინეტის პოზიციების გასამყარებლად მთავრობის შემადგენლობაში სამხედრო მინისტრად შეიყვანა, ამ პოსტზე იგი მთელი [[მეორე მსოფლიო ომი]]ს მსვლელობის მანძილზე იმყოფებოდა. 1945 თანამდებობიდან გადადგა. |
მიმდინარე ცვლილება 12:08, 8 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით
ჰენრი ლუის სტიმსონი – (ინგლ. Henry Lewis Stimson, 21 სექტემბერი, 1867 — 20 ოქტომბერი, 1950), აშშ-ის სახელწიფო მოღვაწე.
1911-13 პრეზიდენტ ტაფტის დროს მუშაობდა სამხედრო მინისტრად. 1927 იყო პრეზიდენტის სპეციალური დესპანი ნიკარაგუაში. 1928-29 – ფილიპინების გენერალ-გუბერნატორი. 1929-33 – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი (პრეზიდენტ ჰუვერის დროს). 1930 ამერიკის დელეგაციას მეთაურობდა ლონდონის საზღვაო კონფერენციაზე, ხოლო 1932 – განიარაღების კონფერენციაზე ჟენევაში. სახელმწიფოს სათავეში რუზველტის მოსვლის შემდეგ სამსახურიდან გადადგა (1933). მეორე მსოფლიო ომის წლებში გამოდიოდა გერმანული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის მომხრედ, ილაშქრებდა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული „ნეიტრალიტეტის აქტის“ წინააღმდეგ. 1940 პრეზიდენტმა ფ. რუზველტმა რესპუბლიკელი სტიმსონი თავისი კაბინეტის პოზიციების გასამყარებლად მთავრობის შემადგენლობაში სამხედრო მინისტრად შეიყვანა, ამ პოსტზე იგი მთელი მეორე მსოფლიო ომის მსვლელობის მანძილზე იმყოფებოდა. 1945 თანამდებობიდან გადადგა.