სტრაბონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: სტრაბონი '''სტრაბონი''' – (ძვ. წ. 64-63 – ახ. წ. 23-24), ძ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 2: ხაზი 2:
 
'''სტრაბონი'''  – (ძვ. წ. 64-63 – ახ. წ. 23-24), ძველი ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი.  
 
'''სტრაბონი'''  – (ძვ. წ. 64-63 – ახ. წ. 23-24), ძველი ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი.  
  
დაიბადა წარჩინებულ ოჯახში. მიიღო თავისი წრის შესაფერისი განათლება, ხანგრძლივი სიცოცხლის დიდი ნაწილი გაატარა მოგზაურობებში. სტრაბონის პირველი თხზულება „საისტორიო ჩანაწერები“ წარმადგენდა პოლიბიოსის „ისტორიის“ გაგრძელებას და მოიცავდა პერიოდს  ძვ. წ. 46-31. მისგან მხოლოდ ფრაგმენტებია ცნობილი. „საისტორიო ჩანაწერების“ გაგრძელებას წარმოადგენს „გეოგრაფია” 17 წიგნად. ნაშრომი მოღწეულია სრული სახით. თავის თხზულებაში სტრაბონი, ახდენს ანტიკურ მეცნიერებაში დაგროვებული ცოდნის თავმოყრას. იძლევა ცალკეული ქვეყნების არა მარტო გეოგრაფიულ აღწერას, არამედ საფუძვლიანად მსჯელობს მათ პოლიტიკური, ეკონომიკური და ეთნიკური მდგომარეობის შესახებაც. მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის იბერიისა და კოლხეთის შესახებ. „გეოგრაფიაში ვრცლადაა გადმოცემული [[საქართველო]]ს სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ძველი ქართველი ტომების გავრცელების არეალიც. აღწერილია ის ურთიერთობები, რომლებიც არსებობდა ძველი სამყაროს ცალკეულ ხალხებს შორის.  
+
სტრაბონი დაიბადა (დაახლ, ძვ. წ- 63 წ.) პონტოს ქალაქ ამასიაში. მისი წინაპრები წარჩინებულთა წრეს ეკუთვნოდნენ და მშობლებიც რომაელთა ბატონობის დროს ხელმოკლეობას არ განიცდიდნენ. სტრაბონს კარგი განათლება მიუღია. მისი მასწავლებლები ყოფილან ფილოსოფოსები და გრამატიკოსები. მას თავიდანვე გამოუჩენია ერთგვარი მიდრეკილება ფილოსოფიისადმი. სტრაბონის გეოგრაფიასაც კი ფილოსოფიის განყოფილებად თვლიდა. რომში სტრაბონი ძე. წ.29 წელს ჩასულა. საერთოდ, ბევრი უმოგზაურია შემოუვლია ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები და ახლო აღმოსავლეთი. არსებობს ვარაუდი, რომ იგი კოლხეთშიც ყოფილა.  
 +
 
 +
სტრაბონის სახელით ცნობილია ორი ნაშრომი: „ისტორიის მატიანე“ და „გეოგრაფია“, პირველმა ჩვენამდე მხოლოდ 19 ფრაგმენტის სახით მოაღწია. როგორც ჩანს, მასში განხილული ყოფილა [[ალექსანდრე მაკედონელი]]ს ეპოქა. მეორე – შედარებით დაუზიანებლად არის შემონახული და 17 წიგნისაგან შედგება: I-II წიგნი ფიზიკურ გეოგრაფიას შეიცავს, III-X წიგნებში [[ევროპა|ევროპის]] გეოგრაფიაა მოცემული, XI-XVI - [[აზია|აზიისა]] და XVII - [[აფრიკა|აფრიკის]], ამ ნაშრომში სტრაბონს ბევრი ავტორი ჰყავს მოხსენიებული და, სპეციალისტების აზრით, ციტატები დიდი კეთილსინდისიერებით აქვს მოტანილი. სტრაბონის ეს ნაწარმოები მრავალი წლის შრომის ნაყოფია, ძვირფას ცნობებს შეიცავს და საბერძნეთის ისტორიის შესწავლისას მისი დავიწყება არ შეიძლება.
 +
 
 +
თხზულებაში სტრაბონი, ახდენს ანტიკურ მეცნიერებაში დაგროვებული ცოდნის თავმოყრას. იძლევა ცალკეული ქვეყნების არა მარტო გეოგრაფიულ აღწერას, არამედ საფუძვლიანად მსჯელობს მათ პოლიტიკური, ეკონომიკური და ეთნიკური მდგომარეობის შესახებაც. მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის იბერიისა და [[კოლხეთის სამეფო|კოლხეთის]] შესახებ. „გეოგრაფიაში ვრცლადაა გადმოცემული [[საქართველო]]ს სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ძველი ქართველი ტომების გავრცელების არეალიც. აღწერილია ის ურთიერთობები, რომლებიც არსებობდა ძველი სამყაროს ცალკეულ ხალხებს შორის.  
  
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
 +
* [[ბერძენი და რომაელი ისტორიკოსები]]
 
* [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]]
 
* [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:ისტორიკოსები]]
 
[[კატეგორია:ისტორიკოსები]]

მიმდინარე ცვლილება 00:13, 17 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით

სტრაბონი

სტრაბონი – (ძვ. წ. 64-63 – ახ. წ. 23-24), ძველი ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი.

სტრაბონი დაიბადა (დაახლ, ძვ. წ- 63 წ.) პონტოს ქალაქ ამასიაში. მისი წინაპრები წარჩინებულთა წრეს ეკუთვნოდნენ და მშობლებიც რომაელთა ბატონობის დროს ხელმოკლეობას არ განიცდიდნენ. სტრაბონს კარგი განათლება მიუღია. მისი მასწავლებლები ყოფილან ფილოსოფოსები და გრამატიკოსები. მას თავიდანვე გამოუჩენია ერთგვარი მიდრეკილება ფილოსოფიისადმი. სტრაბონის გეოგრაფიასაც კი ფილოსოფიის განყოფილებად თვლიდა. რომში სტრაბონი ძე. წ.29 წელს ჩასულა. საერთოდ, ბევრი უმოგზაურია შემოუვლია ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები და ახლო აღმოსავლეთი. არსებობს ვარაუდი, რომ იგი კოლხეთშიც ყოფილა.

სტრაბონის სახელით ცნობილია ორი ნაშრომი: „ისტორიის მატიანე“ და „გეოგრაფია“, პირველმა ჩვენამდე მხოლოდ 19 ფრაგმენტის სახით მოაღწია. როგორც ჩანს, მასში განხილული ყოფილა ალექსანდრე მაკედონელის ეპოქა. მეორე – შედარებით დაუზიანებლად არის შემონახული და 17 წიგნისაგან შედგება: I-II წიგნი ფიზიკურ გეოგრაფიას შეიცავს, III-X წიგნებში ევროპის გეოგრაფიაა მოცემული, XI-XVI - აზიისა და XVII - აფრიკის, ამ ნაშრომში სტრაბონს ბევრი ავტორი ჰყავს მოხსენიებული და, სპეციალისტების აზრით, ციტატები დიდი კეთილსინდისიერებით აქვს მოტანილი. სტრაბონის ეს ნაწარმოები მრავალი წლის შრომის ნაყოფია, ძვირფას ცნობებს შეიცავს და საბერძნეთის ისტორიის შესწავლისას მისი დავიწყება არ შეიძლება.

თხზულებაში სტრაბონი, ახდენს ანტიკურ მეცნიერებაში დაგროვებული ცოდნის თავმოყრას. იძლევა ცალკეული ქვეყნების არა მარტო გეოგრაფიულ აღწერას, არამედ საფუძვლიანად მსჯელობს მათ პოლიტიკური, ეკონომიკური და ეთნიკური მდგომარეობის შესახებაც. მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის იბერიისა და კოლხეთის შესახებ. „გეოგრაფიაში ვრცლადაა გადმოცემული საქართველოს სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ძველი ქართველი ტომების გავრცელების არეალიც. აღწერილია ის ურთიერთობები, რომლებიც არსებობდა ძველი სამყაროს ცალკეულ ხალხებს შორის.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები