აჩი-ბაბა
(→წყარო) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''აჩი-ბაბა''' – მეგრული სანახაობითი წარმოდგენა. „[[დათვობია]]ს“, „მურყვამობისა“ და „[[ფადიკო]]ს“ მსგავსად, აჩი-ბაბა შვილიერების (ნაყოფიერების) მფარველი ღვთაება [[კვირია]]სადმი მიძღვნილი სადიდებელი [[მისტერია|მისტერიის]] ნაშთად ითვლება. | + | '''აჩი-ბაბა''' – მეგრული სანახაობითი წარმოდგენა. „[[დათვობია]]ს“, „მურყვამობისა“ და „[[ფადიკო]]ს“ მსგავსად, აჩი-ბაბა შვილიერების (ნაყოფიერების) მფარველი ღვთაება [[კვირია]]სადმი მიძღვნილი სადიდებელი [[მისტერია (თეატრი)|მისტერიის]] ნაშთად ითვლება. |
მინდორში, წარმოდგენის ადგილზე, [[ფოთოლი|ფოთლებით]] გადახურულ ხის [[ფაცხა|ფაცხას]] დგამდნენ. ფაცხაში მასპინძელი იყო. კარს მოადგებოდა „ცხენზე ამხედრებული“ აჩი-ბაბა, რომელსაც ხელში ძაღლის ლეკვი ეკავა (ცხენის როლს ცხენის ნიღბოსანი მამაკაცი ასრულებდა). „მეკარე“ მის მოახლოებას იტყობინებოდა – „აჩი-ბაბა კარსაო, გაუფრთხილდი თავსაო“... აჩი-ბაბას მასპინძელი კარავში შეიპატიჟებდა. იქ სიმღერა და თამაშობა იმართებოდა. აჩი-ბაბას გასართობად ქალს მიჰგვრიდნენ. მას ქალი გარეთ გამოჰყავდა, ეტრფიალებოდა, ეალერსებოდა. ქალი გაექცეოდა, აჩი-ბაბა დაედევნებოდა. უეცრად „ქალი“ ტანსაცმელს იშორებდა და აჩი-ბაბას ხელთ ვაჟი შერჩებოდა. აჩი-ბაბა „ცხენს მოახტებოდა და გაქუსლავდა. „ცხენი“ მას ხრამში გადაჩეხავდა. დასასრულს, მოთამაშენი ხრამში დაღუპულ აჩი-ბაბას დატირებას გაითამაშებდნენ. გუნდი ზრუნით მოთქვამდა: „ეს ბატონი, რა ბატონი, საით გაუწევიაო“... | მინდორში, წარმოდგენის ადგილზე, [[ფოთოლი|ფოთლებით]] გადახურულ ხის [[ფაცხა|ფაცხას]] დგამდნენ. ფაცხაში მასპინძელი იყო. კარს მოადგებოდა „ცხენზე ამხედრებული“ აჩი-ბაბა, რომელსაც ხელში ძაღლის ლეკვი ეკავა (ცხენის როლს ცხენის ნიღბოსანი მამაკაცი ასრულებდა). „მეკარე“ მის მოახლოებას იტყობინებოდა – „აჩი-ბაბა კარსაო, გაუფრთხილდი თავსაო“... აჩი-ბაბას მასპინძელი კარავში შეიპატიჟებდა. იქ სიმღერა და თამაშობა იმართებოდა. აჩი-ბაბას გასართობად ქალს მიჰგვრიდნენ. მას ქალი გარეთ გამოჰყავდა, ეტრფიალებოდა, ეალერსებოდა. ქალი გაექცეოდა, აჩი-ბაბა დაედევნებოდა. უეცრად „ქალი“ ტანსაცმელს იშორებდა და აჩი-ბაბას ხელთ ვაჟი შერჩებოდა. აჩი-ბაბა „ცხენს მოახტებოდა და გაქუსლავდა. „ცხენი“ მას ხრამში გადაჩეხავდა. დასასრულს, მოთამაშენი ხრამში დაღუპულ აჩი-ბაბას დატირებას გაითამაშებდნენ. გუნდი ზრუნით მოთქვამდა: „ეს ბატონი, რა ბატონი, საით გაუწევიაო“... | ||
მიმდინარე ცვლილება 01:48, 31 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით
აჩი-ბაბა – მეგრული სანახაობითი წარმოდგენა. „დათვობიას“, „მურყვამობისა“ და „ფადიკოს“ მსგავსად, აჩი-ბაბა შვილიერების (ნაყოფიერების) მფარველი ღვთაება კვირიასადმი მიძღვნილი სადიდებელი მისტერიის ნაშთად ითვლება.
მინდორში, წარმოდგენის ადგილზე, ფოთლებით გადახურულ ხის ფაცხას დგამდნენ. ფაცხაში მასპინძელი იყო. კარს მოადგებოდა „ცხენზე ამხედრებული“ აჩი-ბაბა, რომელსაც ხელში ძაღლის ლეკვი ეკავა (ცხენის როლს ცხენის ნიღბოსანი მამაკაცი ასრულებდა). „მეკარე“ მის მოახლოებას იტყობინებოდა – „აჩი-ბაბა კარსაო, გაუფრთხილდი თავსაო“... აჩი-ბაბას მასპინძელი კარავში შეიპატიჟებდა. იქ სიმღერა და თამაშობა იმართებოდა. აჩი-ბაბას გასართობად ქალს მიჰგვრიდნენ. მას ქალი გარეთ გამოჰყავდა, ეტრფიალებოდა, ეალერსებოდა. ქალი გაექცეოდა, აჩი-ბაბა დაედევნებოდა. უეცრად „ქალი“ ტანსაცმელს იშორებდა და აჩი-ბაბას ხელთ ვაჟი შერჩებოდა. აჩი-ბაბა „ცხენს მოახტებოდა და გაქუსლავდა. „ცხენი“ მას ხრამში გადაჩეხავდა. დასასრულს, მოთამაშენი ხრამში დაღუპულ აჩი-ბაბას დატირებას გაითამაშებდნენ. გუნდი ზრუნით მოთქვამდა: „ეს ბატონი, რა ბატონი, საით გაუწევიაო“...
დ. ჯანელიძე