კანოპი
(ახალი გვერდი: '''კანოპი''' – ოთხი ჭურჭელი, ან ოთხ სექციად გაყოფილი ყუთი სადაც ...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Kanopi.PNG|thumb|კანოპი]] | ||
'''კანოპი''' – ოთხი ჭურჭელი, ან ოთხ სექციად გაყოფილი ყუთი სადაც მუმიფიცირების დროს სხეულიდან ამოღებული შიგნეულობა თავსდებოდა. დაფიქსირებულია IV დინასტიიდან. | '''კანოპი''' – ოთხი ჭურჭელი, ან ოთხ სექციად გაყოფილი ყუთი სადაც მუმიფიცირების დროს სხეულიდან ამოღებული შიგნეულობა თავსდებოდა. დაფიქსირებულია IV დინასტიიდან. | ||
მიმდინარე ცვლილება 00:55, 1 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
კანოპი – ოთხი ჭურჭელი, ან ოთხ სექციად გაყოფილი ყუთი სადაც მუმიფიცირების დროს სხეულიდან ამოღებული შიგნეულობა თავსდებოდა. დაფიქსირებულია IV დინასტიიდან.
კანოპების მფარველებად ხორის ოთხი ვაჟიშვილი ითვლებოდა. კანოპის სახურავები ჩვეულებრივ მათი თავის გამისახულებებს წარმოადგენდა – ადამიანის (ამსეტი, ეგვ. Ić.tj), მაიმუნის (ხაპი, ეგვ. Hpj), ტურის (კებეხსენუფი, Kbh śnw) და შევარდნის (დუამუტეფი, ეგვ. Dwš mw.t.f) ოთხივე მათგანი ჯერ კიდევ პირამიდების ტექსტებშია დაფიქსირებული. ჩვეულებრივ ამსეტის კანოპში ღვიძლი, ხაპის – ფილტვები, დუამუტეფის – კუჭი და კებეხსენუფის – ნაწლავები ინახებოდა (გულს მუმიას უტოვებდნენ).
სიტყვა „კანოპი“ დაკავშირებულია ქალაქ კანოპუსთან სადაც ოსირისს ძალიან თავისებური ფორმით ეთაყვანებოდნენ – ეს იყო ლარნაკი ადამიანის თავით. ვიზუალური მსგავსების გამო, ეგვიპტილიგიაში გარდაცვლილის შიგნეულობის შესანახ ჭურჭელს კანოპი დაარქვეს.