სანავიგაციო თანამგზავრული სისტემები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ''''''სანავიგაციო თანამგზავრული სისტემები''' − (Global navigation satellite systems), კ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
''''''სანავიგაციო თანამგზავრული სისტემები''' − (Global navigation satellite systems), კომპლექსური ელექტრონულ-ტექნიკური
+
'''სანავიგაციო თანამგზავრული სისტემები''' − (Global navigation satellite systems), კომპლექსური ელექტრონულ-ტექნიკური
 
სისტემები, მიწისზედა და კოსმოსური მოწყობილობების ერთობლიობა, გამიზნულია სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ობიექტების [[გეოგრაფიული კოორდინატები]]ს, სიმაღლის და მოძრაობის პარამეტრების (სიჩქარე, მოძრაობის მიმართულება) განსაზღვრისათვის. შედგება რადიოსიგნალის გადმომცემი 30-მდე თანამგზავრის და მიწისზედა მიმღებისგან.  
 
სისტემები, მიწისზედა და კოსმოსური მოწყობილობების ერთობლიობა, გამიზნულია სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ობიექტების [[გეოგრაფიული კოორდინატები]]ს, სიმაღლის და მოძრაობის პარამეტრების (სიჩქარე, მოძრაობის მიმართულება) განსაზღვრისათვის. შედგება რადიოსიგნალის გადმომცემი 30-მდე თანამგზავრის და მიწისზედა მიმღებისგან.  
  

00:52, 24 ნოემბერი 2024-ის ვერსია

სანავიგაციო თანამგზავრული სისტემები − (Global navigation satellite systems), კომპლექსური ელექტრონულ-ტექნიკური სისტემები, მიწისზედა და კოსმოსური მოწყობილობების ერთობლიობა, გამიზნულია სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ობიექტების გეოგრაფიული კოორდინატების, სიმაღლის და მოძრაობის პარამეტრების (სიჩქარე, მოძრაობის მიმართულება) განსაზღვრისათვის. შედგება რადიოსიგნალის გადმომცემი 30-მდე თანამგზავრის და მიწისზედა მიმღებისგან.

სანავიგაციო თანამგზავრული სისტემის შექმნის იდეა დაიბადა აშშ-ში XX საუკუნის 50-იან წლებში. იდეა დაკავშირებული იყო სსრკ მიერ დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვებასა და მისგან მიღებული სიგნალების ანალიზის მნიშვნელობასთან. ამჟამად მსოფლიოში მუშაობენ შემდეგი სისტემები:

GPS — ადგილმდებარეობის განსაზღვრის გლობალური სისტემა;

Galileoევროკავშირის და ევროპის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი პროექტი. ევროკავშირის ქვეყნების გარდა მონაწილეობენ: ჩინეთი, ისრაელი, სამხრეთი კორეა, უკრაინა და რუსეთი, პერსპექტივაში – არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, ჩილე, ინდოეთი, მალაიზია. პროექტის ამოქმედება გათვალისწინებულია 2014-2016 წლებში, როდესაც ორბიტაზე გავა 30 თანამგზავრი.

ГЛОНАСС – გლობალური სანავიგაციო თანამგზავრული სისტემა, რომელიც 2002 წლიდან ოფიციალურად გამოიყენება რუსეთში თავდაცვისა და ნავიგაციისთვის. სისტემის საფუძველია დედამიწის ზედაპირიდან 19 100 კმ სიმაღლეზე სამ ორბიტალურ სიბრტყეზე მიძრავი 24 თანამგზავრი;

ბეიდოუ (BD) – ჩინურად ჩრდილოეთის ჩამჩა (დიდი დათვის თანავარსკვლავედი). ჩინეთის სანავიგაციო თანამგზავრული სისტემა, რომელიც გამიზნულია ჩინეთისა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე ობიექტების გეოგრაფიული კოორდინატების განსაზღვრისათვის. სისტემა რეგიონის მასშტაბით ამოქმედდება 2012 წელს, როდესაც ორბიტაზე გავა 30 თანამგზავრი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით ამოქმედდება 2020 წელს.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები