აბზინდი
(ახალი გვერდი: აბზინდი სარტყლის, ფეხსაცმლის, ცხენის აღკაზმუ...) |
|||
(4 მომხმარებლების 22 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Abzindi.jpg|thumb|აბზინდი]] | [[ფაილი:Abzindi.jpg|thumb|აბზინდი]] | ||
− | სარტყლის, ფეხსაცმლის, ცხენის | + | '''აბზინდი''' – [[სარტყელი|სარტყლის]], ფეხსაცმლის, ცხენის აღკაზმულობისა და მისთანათა შესაკრავი, უფრო ლითონისა. |
− | + | [[საქართველო|საქართველოსა]] და შუა [[კავკასია|კავკასიის]] ტერიტორიაზე ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრიდან I ათასწლეულის დამლევამდე ფართოდ ყოფილა გავრცელებული ფირფიტისებრი სწორკუთხა აბზინდი, რომელსაც შიდა მხრიდან შესაკრავი კავი აქვს. ხშირად ზედ ამოკვეთილია მითიური ცხოველების გამოსახულებანი და გეომეტრიული ორნამენტები. ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლოს და ახ. წ. I ს-ში საქართველოში გავრცელებულა ბრინჯაოს ჭვირული აბზინდების (საშუალო ზომა 12-12 სმ.) ჩამოსხმა. | |
+ | აბზინდზე გამოყვანილია ცხოველთა გამოსახულებანი, სადაც ცენტრალური ადგილი უკავია სტილიზებულ ირემს, ხარს, ჯიხვს ან ცხენს, რომელთა ირგვლივ ხშირად სხვა ცხოველთა მინიატურული გამოსახულებებია. სავარაუდოა, რომ აბზინდზე გამოსახული სცენები სიმბოლურ - მაგიურ და მითოლოგიურ სიუჟეტებს ასახავენ. | ||
− | + | გვიანანტიკური ხანიდან რომაული კულტურის გავლენით მთელ მსოფლიოში გავრცელდა ენიანი აბზინდის ახალი სახეობა. აბზინდის სახესხვაობაა აგრაფი, რომელიც იხმარებოდა წამოსასხამის შესაკრავად. აბზინდს ხევსურეთში საყრელს, ქარშიკსუწოდებდნენ, სამეგრელოში კი - ყუნს. | |
− | + | ||
+ | == ლიტერატურა == | ||
+ | გ. გობეჯიშვილი, დასურათებული ლექსიკონი, 2008. | ||
+ | |||
+ | |||
+ | == წყარო == | ||
+ | [[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]] | ||
+ | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | ||
+ | [[კატეგორია:ცხენის აღკაზმულობა]] |
მიმდინარე ცვლილება 15:00, 21 ივნისი 2017 მდგომარეობით
აბზინდი – სარტყლის, ფეხსაცმლის, ცხენის აღკაზმულობისა და მისთანათა შესაკრავი, უფრო ლითონისა.
საქართველოსა და შუა კავკასიის ტერიტორიაზე ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრიდან I ათასწლეულის დამლევამდე ფართოდ ყოფილა გავრცელებული ფირფიტისებრი სწორკუთხა აბზინდი, რომელსაც შიდა მხრიდან შესაკრავი კავი აქვს. ხშირად ზედ ამოკვეთილია მითიური ცხოველების გამოსახულებანი და გეომეტრიული ორნამენტები. ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლოს და ახ. წ. I ს-ში საქართველოში გავრცელებულა ბრინჯაოს ჭვირული აბზინდების (საშუალო ზომა 12-12 სმ.) ჩამოსხმა.
აბზინდზე გამოყვანილია ცხოველთა გამოსახულებანი, სადაც ცენტრალური ადგილი უკავია სტილიზებულ ირემს, ხარს, ჯიხვს ან ცხენს, რომელთა ირგვლივ ხშირად სხვა ცხოველთა მინიატურული გამოსახულებებია. სავარაუდოა, რომ აბზინდზე გამოსახული სცენები სიმბოლურ - მაგიურ და მითოლოგიურ სიუჟეტებს ასახავენ.
გვიანანტიკური ხანიდან რომაული კულტურის გავლენით მთელ მსოფლიოში გავრცელდა ენიანი აბზინდის ახალი სახეობა. აბზინდის სახესხვაობაა აგრაფი, რომელიც იხმარებოდა წამოსასხამის შესაკრავად. აბზინდს ხევსურეთში საყრელს, ქარშიკსუწოდებდნენ, სამეგრელოში კი - ყუნს.
[რედაქტირება] ლიტერატურა
გ. გობეჯიშვილი, დასურათებული ლექსიკონი, 2008.