დიდი მურტალა
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''დიდი მურტალა''' (''ლათ.'' Podiceps cristatus Linnaeus | + | '''დიდი მურტალა''' (''ლათ.'' Podiceps cristatus Linnaeus, 1758) – საშუალო სიდიდის ფრინველია, ფრთა 160-210 მმ-ია, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] – 40-55 მმ, წონა – 900-1200 გ. სიდიდესა და შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება შეუმჩნეველია. ზაფხულში თავი ზემოდან შავი აქვს. თხემის გვერდებზე წაგრძელებული ბუმბულებია. [[ფაილი:Didi murtala.PNG|thumb|'''დიდი მურტალა'''|250პქ]] ნიკაპი, ყელი, ლოყები და ნისკარტიდან თვალებისაკენ გამავალი ზოლები თეთრია. კეფის, ლოყების უკანა ნაწილებისა და ყელის წაგრძელებული ბუმბულები მოშავო-ქარც საყელოს ქმნიან. სხეულის ზედა მხარე მოწაბლისფრო-შავია. ფრთა მტევნის სახსართან, მეორე რიგის მომქნევები, ფრთისქვეშა ბუმბულები, ჩიჩახვი, მკერდი და მუცელი თეთრია. ზამთარში ზემოდან მორუხო-მურაა. თავის გვერდები, კისერი და მთელი ქვემო მხარე თეთრია. ნისკარტი სწორი, კონუსური, ბოლოში წვეტიანი, მოშავო-მურა ფერისაა. ფეხები მოყვითალო- მურა, გალო გვერდებიდან შებრტყელებული, თითების გვერდებზე ლაპოტები. თვალები წითელი, ოქროსფერი რგოლით. |
აღწერილია 4 ქვესახეობა. [[საქართველო]]ში მოიპოვება ჩვეულებრივი დიდი მურტალა – P. c. cristatus Linn., 1758. | აღწერილია 4 ქვესახეობა. [[საქართველო]]ში მოიპოვება ჩვეულებრივი დიდი მურტალა – P. c. cristatus Linn., 1758. | ||
მიმდინარე ცვლილება 15:30, 30 იანვარი 2025 მდგომარეობით
დიდი მურტალა (ლათ. Podiceps cristatus Linnaeus, 1758) – საშუალო სიდიდის ფრინველია, ფრთა 160-210 მმ-ია, ნისკარტი – 40-55 მმ, წონა – 900-1200 გ. სიდიდესა და შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება შეუმჩნეველია. ზაფხულში თავი ზემოდან შავი აქვს. თხემის გვერდებზე წაგრძელებული ბუმბულებია. ნიკაპი, ყელი, ლოყები და ნისკარტიდან თვალებისაკენ გამავალი ზოლები თეთრია. კეფის, ლოყების უკანა ნაწილებისა და ყელის წაგრძელებული ბუმბულები მოშავო-ქარც საყელოს ქმნიან. სხეულის ზედა მხარე მოწაბლისფრო-შავია. ფრთა მტევნის სახსართან, მეორე რიგის მომქნევები, ფრთისქვეშა ბუმბულები, ჩიჩახვი, მკერდი და მუცელი თეთრია. ზამთარში ზემოდან მორუხო-მურაა. თავის გვერდები, კისერი და მთელი ქვემო მხარე თეთრია. ნისკარტი სწორი, კონუსური, ბოლოში წვეტიანი, მოშავო-მურა ფერისაა. ფეხები მოყვითალო- მურა, გალო გვერდებიდან შებრტყელებული, თითების გვერდებზე ლაპოტები. თვალები წითელი, ოქროსფერი რგოლით.აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი დიდი მურტალა – P. c. cristatus Linn., 1758.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი ვრცელია. იგი მოიცავს მთელ ევროპას უკიდურესი ჩრდილოეთის გამოკლებით, ინგლისამდე, ირლანდიამდე, შვეციამდე და ფინეთამდე. სსრ კავშირში ჩრდილოეთით აღწევს ლადოგისა და ონეგის ტბებამდე, ურალში – პერმის ოლქში, ციმბირში – ტიუმენის ოლქში და მინუსინსკის ქვაბულამდე. სამხრეთით მოიპოვება ხმელთაშუა ზღვაზე. ამიერკავკასიაში, მცირე აზიაში, პალესტინაში, მესოპოტამიაში, ჩრდილოეთ ინდოეთში, მონგოლეთში, ჩრდილოეთ ჩინეთში. აფრიკაში ბუდობს მაროკოში, ალჟირსა და ეგვიპტეში, ხოლო საჰარის უდაბნოს სამხრეთით – მთელ აფრიკაში, აგრეთვე ავსტრალიაში, ტასმანიასა და ახალ ზელანდიაზე. საქართველოში ცნობილია როგორც მოზამთრე ფრინველი.
[რედაქტირება] ბიოტოპი
ბინადრობს წყლის მცენარეულობით მდიდარ მტკნარწყლიან წყალსატევებზე 2000 მ-მდე ზ. დ. ზამთრობით მრავლადაა ზღვების სანაპიროებზეც, მდინარეთა შესართავებთანაც.
[რედაქტირება] გამრავლება
მაისის პირველ ნახევარში აგებს მცურავ ბუდეს ლელიანში. ბუდობს ხშირად კოლონიებად, დიდ ღია წყალსატევებზე. დებს 34 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 28 დღეს აღწევს. ფიქრობენ, რომ ზაფხულის განმავლობაში ასწრებს ორჯერ გამრავლებას.
[რედაქტირება] კვება
დიდი მურტალას ძირითადი საკვებია თევზები, აგრეთვე კიბოსნაირები, მოლუსკები და მწერები. ჭამს წყლისა და წყალმცენარეების მწვანე ნაწილებსაც.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.