გარგარის ლიქიორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: [[ფაილი: |მარჯვნივ|120პქ|]] '''გარგარის ლიქიორი''' 1 კგ კურკაგაცლილი [...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი: |მარჯვნივ| | + | [[ფაილი:Gargari 2.PNG |მარჯვნივ|150პქ|]] |
'''გარგარის ლიქიორი''' | '''გარგარის ლიქიორი''' | ||
მიმდინარე ცვლილება 14:38, 19 მარტი 2025 მდგომარეობით
გარგარის ლიქიორი
1 კგ კურკაგაცლილი გარგარი;
1,5 ლ სპირტი;
500 გრ შაქარი;
2 ჭიქა წყალი;
გარგარის კურკა.
გარგარი გავხეხოთ სახეხზე, ჩავასხათ შუშის ქილაში, დავუმატოთ წინასწარ დანაყილი გარგარის კურკა, დავასხათ სპირტი და გავაჩეროთ თბილ ადგილზე 2-3 კვირის განმავლობაში (მზის სხივები პირდაპირ ქილას არ უნდა ხვდებოდეს). ცალკე მოვამზადოთ სიროფი. შემდეგ გარგარიან ქილაში ჩავასხათ გაცივებული სიროფი, კარგად ავურიოთ და გავაჩეროთ 1 კვირა. მომზადებული ლიქიორი გავწუროთ და კიდევ გავაჩეროთ 1-2 კვირის განმავლობაში.