ლიქიორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ლიქიორი '''ლიქიორი''' − ტკბილი მაღალალკოჰოლ...)
 
ხაზი 6: ხაზი 6:
 
ლიქიორის დასამზადებლად იყენებდნენ ჩვეულებრივ სამკურნალო ბალახებს, ხილს და კენკრას. მას, ძირითადად, აწარმოებდნენ [[საფრანგეთი|საფრანგეთსა]] და [[იტალია]]ში, მოგვიანებით ლიქიორის დამზადების ტექნოლოგია აითვისეს ჰოლანდიაშიც. ლიქიორის მისაღებად გამოიყენება ყველა სახეობის ხილი. მათგან ყველაზე გავრცელებულია შავი [[მოცხარი]], [[მარწყვი]], [[ჟოლო]], [[ალუბალი]], [[თუთა]], მოცვი და სხვ. საბაზო კომპონენტებად და არომატიზატორებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკვე მზა პროდუქტები, როგორიცაა: ყავა, [[ჩაი (მცენარე)|ჩაი]] და ხილის წვენები.  
 
[[საქართველო]]ში წარმოებული ლიქიორის ტიპის სასმელები იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ლიქიორი (სიმაგრე 25-45 მოც%, შაქარი 250-500გ/ლ), კრემი (სიმაგრე 20-23 მოც%, შაქარი 450-600 გ/ლ), ნაყენი (სიმაგრე 18-20 მოც%, შაქარი 250-400 გ/ლ), პუნში (სიმაგრე 15-20 მოც%, შაქარი 300-400 გ/ლ) და ბალზამი (სიმაგრე 40-45 მოც%).
+
[[საქართველო]]ში წარმოებული ლიქიორის ტიპის სასმელები იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ლიქიორი (სიმაგრე 25-45 მოც%, შაქარი 250-500გ/ლ), კრემი (სიმაგრე 20-23 მოც%, შაქარი 450-600 გ/ლ), ნაყენი (სიმაგრე 18-20 მოც%, შაქარი 250-400 გ/ლ), [[პუნში]] (სიმაგრე 15-20 მოც%, შაქარი 300-400 გ/ლ) და ბალზამი (სიმაგრე 40-45 მოც%).
  
მიმდინარე ცვლილება 16:49, 19 მარტი 2025 მდგომარეობით

ლიქიორი

ლიქიორი − ტკბილი მაღალალკოჰოლიანი სასმელი, რომელიც მზადდება არომატიზებული დანამატების, ექსტრაქტების, მცენარეების, ხილისა და ხილის წვენების გამონახადებისა და ეთერზეთების გამოყენებით. შაქრის მაგივრად, ზოგჯერ იყენებენ თაფლს, გლუკოზას ან კოლერს. ლიქიორი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სუფთა სახით წყალთან ან ყინულთან ერთად.

პირველად ლიქიორი შექმნილი იყო XIII საუკუნეში ბერებისა და ალქიმიკოსების მიერ, რომელსაც, ძირითადად, იყენებდნენ სამკურნალო მიზნით. ლიქიორების ოქროს ხანად შეიძლება ჩაითვალოს XIX საუკუნე, როდესაც შეიქმნა დღემდე ცნობილი ლიქიორები Curacao, Cointreau, Chartreuse, Grand Marnier, Galliano, Benedictine.

ლიქიორის დასამზადებლად იყენებდნენ ჩვეულებრივ სამკურნალო ბალახებს, ხილს და კენკრას. მას, ძირითადად, აწარმოებდნენ საფრანგეთსა და იტალიაში, მოგვიანებით ლიქიორის დამზადების ტექნოლოგია აითვისეს ჰოლანდიაშიც. ლიქიორის მისაღებად გამოიყენება ყველა სახეობის ხილი. მათგან ყველაზე გავრცელებულია შავი მოცხარი, მარწყვი, ჟოლო, ალუბალი, თუთა, მოცვი და სხვ. საბაზო კომპონენტებად და არომატიზატორებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკვე მზა პროდუქტები, როგორიცაა: ყავა, ჩაი და ხილის წვენები.

საქართველოში წარმოებული ლიქიორის ტიპის სასმელები იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ლიქიორი (სიმაგრე 25-45 მოც%, შაქარი 250-500გ/ლ), კრემი (სიმაგრე 20-23 მოც%, შაქარი 450-600 გ/ლ), ნაყენი (სიმაგრე 18-20 მოც%, შაქარი 250-400 გ/ლ), პუნში (სიმაგრე 15-20 მოც%, შაქარი 300-400 გ/ლ) და ბალზამი (სიმაგრე 40-45 მოც%).

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება

[რედაქტირება] წყარო

მსოფლიოს ხალხთა სასმელები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები