პუნში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პუნში – სიტყვა პუნში წარმოდგება ძველი ნდური სიტყვისგან „პანი“, რომელიც ნიშნავს „ხუთს“. იმ დროს პუნშის მოსამზადებლად აუცილებელი იყო ხუთი კომპონენტი: ღვინო, რომი, ხილის წვენი, შაქარი ან თაფლი და სანელებლები (მიხაკი, დარიჩინი).
პუნში უპირატესად ზამთრის ცხელი სასმელია, რომელიც მაგიდასთან მიაქვთ 65° ტემპერატურაზე გაცხელებული. მომზადებული ალკოჰოლიანი პუნში არ უნდა იყოს მაღალალკოჰოლური და ტკბილი.
უალკოჰოლო ცხელი ან ცივი პუნში – წარმოადგენს სასმელს, რომელიც მზადდება ჩაიზე ან რძეზე, ახალი ან დაკონსერვებული ხილისა და კენკროვანებისაგან. პუნში მაგიდასთან მიაქვთ დიდი ბოკალით. ცივ პუნშს მიირთმევენ წვენის ჩხირებით.