ალტენმარკტი
(ახალი გვერდი: ალტენმარკტი '''ალტენმარკტი''' – (ინგლ. Altenmarkt, ...) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 21: | ხაზი 21: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია]] | [[მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია]] | ||
| − | + | ||
[[კატეგორია: კურორტები]] | [[კატეგორია: კურორტები]] | ||
[[კატეგორია:კურორტები ავსტრიაში]] | [[კატეგორია:კურორტები ავსტრიაში]] | ||
| − | [[კატეგორია:სამთო-სათხილამურო | + | [[კატეგორია:სამთო-სათხილამურო კურორტები]] |
[[კატეგორია:კლიმატური კურორტები]] | [[კატეგორია:კლიმატური კურორტები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 13:19, 11 აპრილი 2025 მდგომარეობით
ალტენმარკტი – (ინგლ. Altenmarkt, რუს. Альтемаркт), კლიმატური, სამთო-სათხილამურო კურორტი ცენტრალურ ავსტრიაში, ზალცბურგის მხარის პონგაუს ოლქში, ქ. ზალცბურგიდან 67 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს აღმოსავლეთ ალპებში, მდინარე ენსის ხეობაში, ზღვის დონიდან 860 მ-ის სიმაღლეზე. ალტენმარკტი არის გართობის ცენტრის „ზალცბურგის სპორტული სამყაროს“ ნაწილი. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – ზომიერად კონტინენტური, დაბალი მთის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -2,2°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 17,5°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 8°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 1023 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულზე (391 მმ), ხოლო მინიმუმი – ზამთარზე (180 მმ).
ალტენმარკტში გვხვდება: ხეხილის ბაღები (ვაშლი, მსხალი, ქლიავი და სხვ.), ნაძვის, სოჭისა და მუხის ნარგავები. კურორტის მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია: წიფლნარი, ნაძვნარი, სოჭნარი და მდელოები.
ალტენმარკტის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია დაბალი მთის ჰავა და მსუბუქი აეროიონებით გაჯერებული მთის ჰაერი.
ალტენმარკტის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები ალტენმარკტში წასასვლელად: დასვენება; ზამთარში – თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალი, ციგაობა, ციგურაობა და სხვ.; გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
[რედაქტირება] ტურისტული ობიექტები:
კურორტ ალტენმარკტში (ყოვლადწმიდისა ქალწულისა მარიამის სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (1390 წელი); ადგილობრივი ისტორიისა და კულტურის მუზეუმი Hoamathaus; XV საუკუნის ნაგებობები და სხვ), ალტენმარკტის მიდამოებში (თხილამურების მუზეუმი, ვერფენსვენგში; მარილის შახტები ბად-დიურნბერგში; ვერფენში – ჰოენვერფენის ციხესიმაგრე (XI საუკუნე), მწყერებზე ნადირობის მუზეუმი და ყინულის გიგანტების სამყარო – მსოფლიოში უდიდესი გამოქვაბული აისრიზენველტი; სპილენძის შახტები ხუტაუში; ბუნებრივი ნაკრძალი – ლიხტენშტაინკლამი, სანქტიოჰანიდან 5 კმ-ში, სამხრეთით და სხვ.).