ანსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: კურორტი ანსი '''ანსი, ანესი''' – (ინგლ. Ancy, Annecy; [[რუსუ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Ansi.PNG|thumb|200px|კურორტი ანსი]]
+
[[ფაილი:Ansi.PNG|thumb|250px|კურორტი ანსი]]
 
'''ანსი, ანესი''' – (ინგლ. Ancy, Annecy; [[რუსული ენა|რუს]]. Анси, Аннеси), კლიმატური კურორტი აღმოსავლეთ [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], რონა-ალპების რეგიონში, ზემო სავოიის დეპარტამენტში, ქ. ჟენევიდან 60 კმ-ში, სამხრეთით, ხოლო ქ. ლოზანიდან 104 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. არის აღნიშნული დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი და მდებარეობს ფინის ველზე, ანსის ტბის ჩრდილოეთ ნაპირზე და ტიუს (Les thioux) არხის (არხი აერთიანებს ანსის ტბას მდინარე ფიერთან) ნაპირებზე, ზღვის დონიდან 488 მ-ის სიმაღლეზე. [[რელიეფი (გეოგრაფია)|რელიეფი]] − ვაკე-ბორცვიანი.  
 
'''ანსი, ანესი''' – (ინგლ. Ancy, Annecy; [[რუსული ენა|რუს]]. Анси, Аннеси), კლიმატური კურორტი აღმოსავლეთ [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], რონა-ალპების რეგიონში, ზემო სავოიის დეპარტამენტში, ქ. ჟენევიდან 60 კმ-ში, სამხრეთით, ხოლო ქ. ლოზანიდან 104 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. არის აღნიშნული დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი და მდებარეობს ფინის ველზე, ანსის ტბის ჩრდილოეთ ნაპირზე და ტიუს (Les thioux) არხის (არხი აერთიანებს ანსის ტბას მდინარე ფიერთან) ნაპირებზე, ზღვის დონიდან 488 მ-ის სიმაღლეზე. [[რელიეფი (გეოგრაფია)|რელიეფი]] − ვაკე-ბორცვიანი.  
  
'''ჰავა''' – ზომიერად კონტინენტური, დაბალი მთის. ზამთარი ზომიერად რბილია. თოვლის საფარი არამდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა +2°C. ზაფხული ზომიერად თბილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 20°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,3°ვ, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა — 1007 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზამთარზე (279 მმ), ხოლო მინიმუმი – ზაფხულზე (218 მმ).  
+
'''ჰავა''' – ზომიერად კონტინენტური, დაბალი მთის. ზამთარი ზომიერად რბილია. თოვლის საფარი არამდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა +2°C. ზაფხული ზომიერად თბილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 20°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,3°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა — 1007 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზამთარზე (279 მმ), ხოლო მინიმუმი – ზაფხულზე (218 მმ).  
  
 
ანსის ტერიტორიაზე გავრცელებულია: ვენახები, ხეხილის ბაღები (ვაშლი, [[მსხალი]] და სხვ.) და ყვავილები (ნარგიზი, იორდასალამი, ფლოქსი და სხვ.). გვხვდება აგრეთვე: [[წიფელი|წიფლის]], [[მუხა|მუხისა]] და [[ფიჭვი]]ს ნარგავები. კურორტის მიდამოებში გავრცელებულია: მდელოები, ვენახები, ხეხილის ბაღები, წიფლნარის, მუხნარისა და წაბლნარის მასივები. გვხვდება აფრეთვე ფიჭვისა და ნაძვის ნარგავები.
 
ანსის ტერიტორიაზე გავრცელებულია: ვენახები, ხეხილის ბაღები (ვაშლი, [[მსხალი]] და სხვ.) და ყვავილები (ნარგიზი, იორდასალამი, ფლოქსი და სხვ.). გვხვდება აგრეთვე: [[წიფელი|წიფლის]], [[მუხა|მუხისა]] და [[ფიჭვი]]ს ნარგავები. კურორტის მიდამოებში გავრცელებულია: მდელოები, ვენახები, ხეხილის ბაღები, წიფლნარის, მუხნარისა და წაბლნარის მასივები. გვხვდება აფრეთვე ფიჭვისა და ნაძვის ნარგავები.

მიმდინარე ცვლილება 22:36, 13 აპრილი 2025 მდგომარეობით

კურორტი ანსი

ანსი, ანესი – (ინგლ. Ancy, Annecy; რუს. Анси, Аннеси), კლიმატური კურორტი აღმოსავლეთ საფრანგეთში, რონა-ალპების რეგიონში, ზემო სავოიის დეპარტამენტში, ქ. ჟენევიდან 60 კმ-ში, სამხრეთით, ხოლო ქ. ლოზანიდან 104 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. არის აღნიშნული დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი და მდებარეობს ფინის ველზე, ანსის ტბის ჩრდილოეთ ნაპირზე და ტიუს (Les thioux) არხის (არხი აერთიანებს ანსის ტბას მდინარე ფიერთან) ნაპირებზე, ზღვის დონიდან 488 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი − ვაკე-ბორცვიანი.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური, დაბალი მთის. ზამთარი ზომიერად რბილია. თოვლის საფარი არამდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა +2°C. ზაფხული ზომიერად თბილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 20°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,3°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა — 1007 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზამთარზე (279 მმ), ხოლო მინიმუმი – ზაფხულზე (218 მმ).

ანსის ტერიტორიაზე გავრცელებულია: ვენახები, ხეხილის ბაღები (ვაშლი, მსხალი და სხვ.) და ყვავილები (ნარგიზი, იორდასალამი, ფლოქსი და სხვ.). გვხვდება აგრეთვე: წიფლის, მუხისა და ფიჭვის ნარგავები. კურორტის მიდამოებში გავრცელებულია: მდელოები, ვენახები, ხეხილის ბაღები, წიფლნარის, მუხნარისა და წაბლნარის მასივები. გვხვდება აფრეთვე ფიჭვისა და ნაძვის ნარგავები.

ანსის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: დაბალი მთის ჰავა, ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი და ანსის ტბის წყალი.

ანსის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ტბაში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.

ჩვენებები ანსიში წასასვლელად: დასვენება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა დანცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები. ანსის მიდამოები სამთო-სათხილამურო რეგიონია, სადაც ზამთარში თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალებენ, ციგაობენ და ციგურაობენ; სეირნობენ ძაღლებიანი მარხილით და სხვ.

[რედაქტირება] ტურისტული ობიექტები:

ქ. ანსიში (რომაულ-კათოლიკური საკათედრო ტაძრები შSaint-Pierre de la Majo (XVI საუკუნე) და Notre-Dame de-Lies (XIX საუკუნე); რომაულ-კათოლიკური ეკლესიები – წმიდა მორისის სახელობის (აშენდა 1422-1426 წლებში, ხოლო რესტავრირებულია 1953 წელს), წმიდა მავრიკის სახელობის (XV საუკუნე), წმიდა ფრანსუას სახელობის (XVII საუკუნე) და სხვ.; რომაულ-კათოლიკური ბაზილიკა Notre-Dame de la Visitation (1922 წელი); ანსის ციხე-დარბაზი (აშენდა XII-XIV საუკუნეებში, რესტავრირებულია XX საუკუნეში); ქალაქის ჭიშკარი (XI საუკუნე); კუნძულის სასახლე (Palais d l’Isle) (XII საუკუნე); ციხესიმაგრე პალე-დე-ლილი (XIII საუკუნე); რატუშისა და პრეფექტურის შენობები (XVIII-XIX საუკუნეები); მუზეუმები – მხარეთმცოდნეობის, ქალაქის, თანამედროვე ხელოვნების, სამხატვრო, სავოიის კოსტიუმისა და სხვ.; ალპური ტბების რეგიონალური ლაბორატორია; პარკი შადრევნებითა და ქანდაკებებით (დიუ ვასეს არხის ანსის ტბის შესართავთან); წყალქვეშა შადრევანი (XX საუკუნე); ანსის ტბა; პლაჟები – იმპერიალი, მარკიზა, ალბინი და სხვ.),
ქ. ანსის მიდამოებში (ციხე-დარბაზი Chateau de Menthon-Saint-Berbard (აშენდა XII საუკუნეში, რესტავრირებულია XIX საუკუნეში) – წმიდა ბერნარდის დაბადების ადგილი, ანსის ტბის აღმოსავლეთ ნაპირზე; ციხე-დარბაზი დიუენი, ანსის ტბის დასავლეთ ნაპირზე, სოფელ სენ-ჟორეზში; ციხე-დარბაზი Chateau de Montrottier (XII-XIV) და ფიერის კანიონი სოფელ ლოვანიში; კალის ფაბრიკა, ეკოლოგიის და ზარების მუზეუმები სოფელ სევრიერში; XVI საუკუნის სახლები სოფელ ვერტიერში; ეკო-მუზეუმი „ხე და ტყე“ დაბა ტონში; დაბა ლოდონის მუზეუმი სოფელ სენ-ჟორიოში; პეპლების მუზეუმი სოფელ ფავერჟეში; ყვავილების პარკი „საიდუმლო ბაღები“ ქ. ვოში; ბენედიქტელთა ყოფილი სააბატო (XI საუკუნე) ქ. ტელუარში; ბუნებრივი ნაკრძალები – ლე როკ-დე-ჩერიქ, ტელუარის მიდამოებში; ანგონის ჩანჩქერი და „ღვთის გამოქვაბული“ ტბით, ტაილეფერის მთაზე, ხუტორ ანგონთან და სხვ.).

[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები