გაბუნია ნუნუ
(ახალი გვერდი: ნუნუ გაბუნია '''ნუნუ გაბუნია''' − (18. ივლისი, 1...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:ქართველი კომპოზიტორები]] | [[კატეგორია:ქართველი კომპოზიტორები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი მომღერლები]] | [[კატეგორია:ქართველი მომღერლები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:გაბუნიები]] |
15:53, 17 აპრილი 2025-ის ვერსია
ნუნუ გაბუნია − (18. ივლისი, 1941, თბილისი], ქართველი კომპოზიტორი და მომღერალი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1977). ღირსების ორდენის კავალერი (1998), თბილისის საპატიო მოქალაქე (2011).
1966 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საკომპოზიციო (პედ. ი. ტუსკია, ა. შავერზაშვილი) და 1970 ვოკალური (პედ. ვ. დავიდოვა) განყოფილებები. 1961-იდან მუშაობდა საქართველოს ტელერადიო კომიტეტში მუსიკალური გადაცემების რედაქტორად. 1992-96 და 1997-2000 საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანია. 1968-იდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია. 1971-72 სტაჟირებას გადიოდა მოსკოვის დიდ თეატრში (მოსკოვსა და თბილისში შეასრულა თამარის პარტია ო. თაქთაქიშვილის ოპერაში „მთვარის მოტაცება“). სხვა რეპერტუარი: ტატიანა (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), ზემფირა (რახმანინოვის „ალეკო“), დეზდემონა (ვერდის „ოტელო“) რომანსები, საესტრადო სიმღერები.