ართანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ართანა''' – (ინგლ/ Artana, რუს. Артана), სოფელი და ბალნეოლოგიური საკურ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 20: ხაზი 20:
 
[[კატეგორია: საქართველოს სოფლები]]
 
[[კატეგორია: საქართველოს სოფლები]]
 
[[კატეგორია:სოფლები  თელავის მუნიციპალიტეტში]]
 
[[კატეგორია:სოფლები  თელავის მუნიციპალიტეტში]]
[[კატეგორია:საკურირტო ადგილები საქართველოში]]
+
[[კატეგორია:საკურორტო ადგილები საქართველოში]]

მიმდინარე ცვლილება 18:12, 18 აპრილი 2025 მდგომარეობით

ართანა – (ინგლ/ Artana, რუს. Артана), სოფელი და ბალნეოლოგიური საკურორტო ადგილი საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტში, ქ. თელავიდან 21 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე დიდხევის (მდინარე ლოპოტის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 460 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – გორაკ-ბორცვიანი.

ჰავა – ზომიერად ნოტიო, დაბალი მთის. იცის რბილი ზამთარი და თბილი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -0,2°C, ხოლო ივლისის _ 23,2°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 11,5°C. ნალექების წლიური რაოდენობა 700-800 მმ-ია.

ართანისა და მისი მიდამოების ტერიტორია დაფარულია ხეხილის ბაღებითა (ვაშლი, მსხალი, ატამი და სხვ.) და ვენახებით.

ართანის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: სუსტი მინერალიზაციის (M- 0,73 გ/დმ3) აზოტიანი, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელიც მოიპოვება მდ. დიდხევის ხეობაში; დაბალი მთის ჰავა და აეროიონებით გაჯერებული მთის ჰაერი.

ართანის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების სავარაუდო მეთოდებია: მინერალური წყლის აბაზანები, შესხურებები აღნიშნული წყლით და პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები ართანაში წასასვლელად: დასვენება; საყრდენ-სამოძრაო აპარატის, შარდ-სასქესო ორგანოებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიები; გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები.

[რედაქტირება] ტურისტული ობიექტები:

ართანასა და მის მიდამოებში (აკურის მართლმადიდებლური მონასტერი (IX საუკუნე); ვანთის სასახლის კომპლექსი და ართანის მართლმადიდებლური ეკლესია (შუა საუკუნეები); ძველი შუამთის მართლმადიდებლური მონასტერი (V-VII საუკუნეები); იყალთოს სამონასტრო კომპლექსი (VI-XII საუკუნეები); კისისხევის მართლმადიდებლური სამონასტრო ეკლესია (VIII-IX საუკუნეები); ნაფარეულის სამეკლესიანი მართლმადიდებლური ბაზილიკა და რუისისპირის წმიდა შიოს მართლმადიდებლური მონასტერი (XII- XIII საუკუნეები); ახალი შუამთის მართლმადიდებლური მონასტერი (XVI საუკუნე) და სხვ.).


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები