ასპინძა (კურორტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ასპინძა''' – კურორტი თრიალეთის ქედის კალთაზე, მდინარე [[მტკ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ასპინძა''' –  კურორტი თრიალეთის ქედის კალთაზე, [[მდინარე]] [[მტკვარი|მტკვრის]] მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1050-1060 მ სიმაღლეზე. მიდამოები შემოსილია წიწვიანი ტყეებით. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია თერმული მინერალური წყარო.
+
'''ასპინძა''' –  (ინგლ. Aspindza, რუს. Аспиндза), ბალნეო-კლიმატური კურორტი [[საქართველო]]ში, [[ასპინძის მუნიციპალიტეტი|ასპინძის მუნიციპალიტეტის]] ცენტრი, დაბა. მდებარეობს [[ახალციხის ქვაბული]]ს აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. [[მტკვარი|მტკვრი]]ს მარჯვენა ნაპირზე, მდ. [[ოთისწყალი|ოთი]]ს შესართავთან, [[თბილისი]]დან 248 კმ-ში, ზღვის დონიდან 1050-1090 -ის სიმაღლეზე. [[რელიეფი (გეოგრაფია)|რელიეფი]] - მთაგორიანი.
  
 +
'''ჰავა''' – შუა მთის ქვედა სარტყლის, შეხამებული ველის ჰავასთან. იცის ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი ზამთარი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -2,2°C. ზაფხული ხანგრძლივია, თბილი და მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 20,3°C. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 9,4°C. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა 64%-ია, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა 469 მმ-ია. მზის ნათების ხანგრძლივობა 2100 საათია წელიწადში.
 +
 +
კურორტის ტერიტორიაზე გავრცელებულია ველის მცენარეულობა და კლდეთა ქსეროფიტები.
 +
 +
'''ასპინძის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია:''' მინერალური წყლები, რომლებიც მოიპოვება ასპინძის მიდამოებში, მდ. მტკვრის ხეობაში; შუა მთის ქვედა სარტყლის ჰავა, შეხამებული ველის ჰავასთან; აეროიონებით გაჯერებული მთის ჰაერი.
 +
 +
მოიპოვება ასპინძის მინერალური წყლების 7 გამოსავალი (5 წყარო და 2 ჭაბურღილი). ყველა ეს წყალი არის სუსტი მინერალიზაციის (M-0,5-0,9 გ/დმ<sup>3</sup>) [[აზოტი|აზოტიანი]], სუსტად სულფიდურ-ქლორიდული (ან სულფატურ-ქლორიდული), კალციუმიან-ნატრიუმიანი (ან ნატრიუმიან-კალციუმიანი) მინერალური წყალი, რომელიც შეიცავს კაჟოვანმჟავას (40-45 მგ/დმ<sup>3</sup>). წყაროებისა და ერთი ჭაბურღილის (ჭაბურღილი №8) მინერალური წყლები თერმულია და მათი ტემპერატურა მერყეობს 40-42°C-ის ფარგლებში, ხოლო მეორე ჭაბურღილიდან (ჭაბურღილი №6) მიღებული მინერალური წყლის ტემპერატურაა 33°C.
 +
 +
'''ასპინძის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია''' მინერალური წყლის აბაზანები და პასიური კლიმატოთერაპია.
 +
 +
'''ჩვენებები ასპინძაში წასასვლელად:''' დასვენება; შარდ-სასქესო ორგანოების, კანის, საყრდენ-სამოძრაო აპარატისა და პერიფერიული ნერვული სისტემების პათოლოგიები; გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; ცენტრალური ნერვული და ენდოკრინული სისტემების ფუნქციური დარღვევები.
 +
 +
===== ტურისტული ობიექტები: =====
 +
დაბა [[ასპინძა (დაბა)|ასპინძასა]] და მის მიდამოებში (ვარძია, ვანის ქვაბები, თმოგვი, ხერთვისი; გამოქვაბულები, VIII-XV საუკუნების მრავალი ეკლესია, ციხე და სხვა ნაგებობა ასპინძის, ნაქალაქევის, რუსთავისა და საროს მიდამოებში).
 +
 +
==იხილე აგრეთვე==
 +
[[ასპინძა (მინერალური წყალი)|ასპინაძა]]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
სამცხე–ჯავახეთი — ცნობარი
+
[[მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია]]
 
[[კატეგორია:კურორტები საქართველოში]]
 
[[კატეგორია:კურორტები საქართველოში]]
 
[[კატეგორია:კურორტები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში]]
 
[[კატეგორია:კურორტები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში]]
 
[[კატეგორია:კურორტები სამხრეთ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:კურორტები სამხრეთ საქართველოში]]
[[კატეგორია:კურორტები სამცხე-ჯავახეთში]]
+
[[კატეგორია:კურორტები სამცხე-ჯავახეთის მხარეში]]
 +
[[კატეგორია:ბალნეოლოგიური კურორტები]]
 +
[[კატეგორია:კლიმატური კურორტები]]

მიმდინარე ცვლილება 19:02, 21 აპრილი 2025 მდგომარეობით

ასპინძა – (ინგლ. Aspindza, რუს. Аспиндза), ბალნეო-კლიმატური კურორტი საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტის ცენტრი, დაბა. მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მდ. ოთის შესართავთან, თბილისიდან 248 კმ-ში, ზღვის დონიდან 1050-1090 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი - მთაგორიანი.

ჰავა – შუა მთის ქვედა სარტყლის, შეხამებული ველის ჰავასთან. იცის ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი ზამთარი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -2,2°C. ზაფხული ხანგრძლივია, თბილი და მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 20,3°C. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 9,4°C. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა 64%-ია, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა 469 მმ-ია. მზის ნათების ხანგრძლივობა 2100 საათია წელიწადში.

კურორტის ტერიტორიაზე გავრცელებულია ველის მცენარეულობა და კლდეთა ქსეროფიტები.

ასპინძის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: მინერალური წყლები, რომლებიც მოიპოვება ასპინძის მიდამოებში, მდ. მტკვრის ხეობაში; შუა მთის ქვედა სარტყლის ჰავა, შეხამებული ველის ჰავასთან; აეროიონებით გაჯერებული მთის ჰაერი.

მოიპოვება ასპინძის მინერალური წყლების 7 გამოსავალი (5 წყარო და 2 ჭაბურღილი). ყველა ეს წყალი არის სუსტი მინერალიზაციის (M-0,5-0,9 გ/დმ3) აზოტიანი, სუსტად სულფიდურ-ქლორიდული (ან სულფატურ-ქლორიდული), კალციუმიან-ნატრიუმიანი (ან ნატრიუმიან-კალციუმიანი) მინერალური წყალი, რომელიც შეიცავს კაჟოვანმჟავას (40-45 მგ/დმ3). წყაროებისა და ერთი ჭაბურღილის (ჭაბურღილი №8) მინერალური წყლები თერმულია და მათი ტემპერატურა მერყეობს 40-42°C-ის ფარგლებში, ხოლო მეორე ჭაბურღილიდან (ჭაბურღილი №6) მიღებული მინერალური წყლის ტემპერატურაა 33°C.

ასპინძის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია მინერალური წყლის აბაზანები და პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები ასპინძაში წასასვლელად: დასვენება; შარდ-სასქესო ორგანოების, კანის, საყრდენ-სამოძრაო აპარატისა და პერიფერიული ნერვული სისტემების პათოლოგიები; გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; ცენტრალური ნერვული და ენდოკრინული სისტემების ფუნქციური დარღვევები.

[რედაქტირება] ტურისტული ობიექტები:

დაბა ასპინძასა და მის მიდამოებში (ვარძია, ვანის ქვაბები, თმოგვი, ხერთვისი; გამოქვაბულები, VIII-XV საუკუნების მრავალი ეკლესია, ციხე და სხვა ნაგებობა ასპინძის, ნაქალაქევის, რუსთავისა და საროს მიდამოებში).

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

ასპინაძა

[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები