ასპინძა (კურორტი)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ასპინძა''' – კურორტი | + | '''ასპინძა''' – (ინგლ. Aspindza, რუს. Аспиндза), ბალნეო-კლიმატური კურორტი [[საქართველო]]ში, [[ასპინძის მუნიციპალიტეტი|ასპინძის მუნიციპალიტეტის]] ცენტრი, დაბა. მდებარეობს [[ახალციხის ქვაბული]]ს აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. [[მტკვარი|მტკვრი]]ს მარჯვენა ნაპირზე, მდ. [[ოთისწყალი|ოთი]]ს შესართავთან, [[თბილისი]]დან 248 კმ-ში, ზღვის დონიდან 1050-1090 მ-ის სიმაღლეზე. [[რელიეფი (გეოგრაფია)|რელიეფი]] - მთაგორიანი. |
| + | '''ჰავა''' – შუა მთის ქვედა სარტყლის, შეხამებული ველის ჰავასთან. იცის ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი ზამთარი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -2,2°C. ზაფხული ხანგრძლივია, თბილი და მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 20,3°C. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 9,4°C. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა 64%-ია, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა 469 მმ-ია. მზის ნათების ხანგრძლივობა 2100 საათია წელიწადში. | ||
| + | |||
| + | კურორტის ტერიტორიაზე გავრცელებულია ველის მცენარეულობა და კლდეთა ქსეროფიტები. | ||
| + | |||
| + | '''ასპინძის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია:''' მინერალური წყლები, რომლებიც მოიპოვება ასპინძის მიდამოებში, მდ. მტკვრის ხეობაში; შუა მთის ქვედა სარტყლის ჰავა, შეხამებული ველის ჰავასთან; აეროიონებით გაჯერებული მთის ჰაერი. | ||
| + | |||
| + | მოიპოვება ასპინძის მინერალური წყლების 7 გამოსავალი (5 წყარო და 2 ჭაბურღილი). ყველა ეს წყალი არის სუსტი მინერალიზაციის (M-0,5-0,9 გ/დმ<sup>3</sup>) [[აზოტი|აზოტიანი]], სუსტად სულფიდურ-ქლორიდული (ან სულფატურ-ქლორიდული), კალციუმიან-ნატრიუმიანი (ან ნატრიუმიან-კალციუმიანი) მინერალური წყალი, რომელიც შეიცავს კაჟოვანმჟავას (40-45 მგ/დმ<sup>3</sup>). წყაროებისა და ერთი ჭაბურღილის (ჭაბურღილი №8) მინერალური წყლები თერმულია და მათი ტემპერატურა მერყეობს 40-42°C-ის ფარგლებში, ხოლო მეორე ჭაბურღილიდან (ჭაბურღილი №6) მიღებული მინერალური წყლის ტემპერატურაა 33°C. | ||
| + | |||
| + | '''ასპინძის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია''' მინერალური წყლის აბაზანები და პასიური კლიმატოთერაპია. | ||
| + | |||
| + | '''ჩვენებები ასპინძაში წასასვლელად:''' დასვენება; შარდ-სასქესო ორგანოების, კანის, საყრდენ-სამოძრაო აპარატისა და პერიფერიული ნერვული სისტემების პათოლოგიები; გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; ცენტრალური ნერვული და ენდოკრინული სისტემების ფუნქციური დარღვევები. | ||
| + | |||
| + | ===== ტურისტული ობიექტები: ===== | ||
| + | დაბა [[ასპინძა (დაბა)|ასპინძასა]] და მის მიდამოებში (ვარძია, ვანის ქვაბები, თმოგვი, ხერთვისი; გამოქვაბულები, VIII-XV საუკუნების მრავალი ეკლესია, ციხე და სხვა ნაგებობა ასპინძის, ნაქალაქევის, რუსთავისა და საროს მიდამოებში). | ||
| + | |||
| + | ==იხილე აგრეთვე== | ||
| + | [[ასპინძა (მინერალური წყალი)|ასპინაძა]] | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[ | + | [[მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია]] |
[[კატეგორია:კურორტები საქართველოში]] | [[კატეგორია:კურორტები საქართველოში]] | ||
[[კატეგორია:კურორტები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში]] | [[კატეგორია:კურორტები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში]] | ||
[[კატეგორია:კურორტები სამხრეთ საქართველოში]] | [[კატეგორია:კურორტები სამხრეთ საქართველოში]] | ||
[[კატეგორია:კურორტები სამცხე-ჯავახეთის მხარეში]] | [[კატეგორია:კურორტები სამცხე-ჯავახეთის მხარეში]] | ||
| + | [[კატეგორია:ბალნეოლოგიური კურორტები]] | ||
| + | [[კატეგორია:კლიმატური კურორტები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 19:02, 21 აპრილი 2025 მდგომარეობით
ასპინძა – (ინგლ. Aspindza, რუს. Аспиндза), ბალნეო-კლიმატური კურორტი საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტის ცენტრი, დაბა. მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მდ. ოთის შესართავთან, თბილისიდან 248 კმ-ში, ზღვის დონიდან 1050-1090 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი - მთაგორიანი.
ჰავა – შუა მთის ქვედა სარტყლის, შეხამებული ველის ჰავასთან. იცის ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი ზამთარი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -2,2°C. ზაფხული ხანგრძლივია, თბილი და მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 20,3°C. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 9,4°C. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა 64%-ია, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა 469 მმ-ია. მზის ნათების ხანგრძლივობა 2100 საათია წელიწადში.
კურორტის ტერიტორიაზე გავრცელებულია ველის მცენარეულობა და კლდეთა ქსეროფიტები.
ასპინძის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: მინერალური წყლები, რომლებიც მოიპოვება ასპინძის მიდამოებში, მდ. მტკვრის ხეობაში; შუა მთის ქვედა სარტყლის ჰავა, შეხამებული ველის ჰავასთან; აეროიონებით გაჯერებული მთის ჰაერი.
მოიპოვება ასპინძის მინერალური წყლების 7 გამოსავალი (5 წყარო და 2 ჭაბურღილი). ყველა ეს წყალი არის სუსტი მინერალიზაციის (M-0,5-0,9 გ/დმ3) აზოტიანი, სუსტად სულფიდურ-ქლორიდული (ან სულფატურ-ქლორიდული), კალციუმიან-ნატრიუმიანი (ან ნატრიუმიან-კალციუმიანი) მინერალური წყალი, რომელიც შეიცავს კაჟოვანმჟავას (40-45 მგ/დმ3). წყაროებისა და ერთი ჭაბურღილის (ჭაბურღილი №8) მინერალური წყლები თერმულია და მათი ტემპერატურა მერყეობს 40-42°C-ის ფარგლებში, ხოლო მეორე ჭაბურღილიდან (ჭაბურღილი №6) მიღებული მინერალური წყლის ტემპერატურაა 33°C.
ასპინძის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია მინერალური წყლის აბაზანები და პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები ასპინძაში წასასვლელად: დასვენება; შარდ-სასქესო ორგანოების, კანის, საყრდენ-სამოძრაო აპარატისა და პერიფერიული ნერვული სისტემების პათოლოგიები; გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; ცენტრალური ნერვული და ენდოკრინული სისტემების ფუნქციური დარღვევები.
[რედაქტირება] ტურისტული ობიექტები:
დაბა ასპინძასა და მის მიდამოებში (ვარძია, ვანის ქვაბები, თმოგვი, ხერთვისი; გამოქვაბულები, VIII-XV საუკუნების მრავალი ეკლესია, ციხე და სხვა ნაგებობა ასპინძის, ნაქალაქევის, რუსთავისა და საროს მიდამოებში).