კასალსი პაბლო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: პაბლო კასალსი '''პაბლო კასალსი''' – (29 დეკამბერ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პაბლო კასალსი“ გადაიტანა გვერდზე „კასალსი პაბლო“ გადამისამარ...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 23:37, 24 აპრილი 2025 მდგომარეობით

პაბლო კასალსი

პაბლო კასალსი – (29 დეკამბერი 1876, ვენდრელი, ბარსელონის მახლობლად − 22 ოქტომბერი 1973, სან-ხუანი, პუერტო-რიკო], ესპანელი ვიოლონჩელისტი, დირიჟორი, კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე.

მისი, როგორც ვირტუოზი შემსრულებლის, დებიუტი შედგა 1899 პარიზში. 1901-იდან ტრიუმფით გამოდიოდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (1905-13 რუსეთში). უკრავდა ტრიოში ა. კორტოსა და ჟ. ტიბოსთან ერთად. კასალსიმ ხანგრძლივი საშემსრულებლო მოღვაწეობით სავიოლონჩელო ხელოვნებაში მთელი ეპოქა შექმნა. 1920 ბარსელონაში ჩამოაყალიბა სიმფონიური ორკესტრი, 1924-მუშათა მუსიკალური საზოგადოება, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1936-მდე. 1939-იდან ცხოვრობდა საფრანგეთში. 1950-იდან ეწყობოდა კასალსის სახელობის ფესტივალები. 1957-იდან მრავალ ქვეყანაში იმართება კასალსის სახელობის ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო კონკურსები (პირველი მოეწყო პარიზში).



[რედაქტირება] წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები