მასნე ჟიულ ემილ ფრედერიკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მასნე ჟიულ ემილ ფრედერიკ“ გადაიტანა გვერდზე „[[ჟიულ ემილ ფრედერი...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჟიულ ემილ ფრედერიკ მასნე“ გადაიტანა გვერდზე „[[მასნე ჟიულ ემილ ფ...)

20:18, 30 აპრილი 2025-ის ვერსია

ჟიულ ემილ ფრედერიკ მასნე – (12 მაისი 1842, მონტო სენტ-ეტიენის მახლობლად –13.VIII. 1912, პარიზი), ფრანგი კომპოზიტორი. 1863 დაამთავრა პარიზის კონსერვატორია მასნემ კანტატისათვის „დავიდ რიციო“ რომის პრემია დაიმსახურა. 1864-65 სწავლობდა რომში, 1878-96 პარიზის კონსერვატორიის პროფესორია. მასნე ფრანგული ლირიკული ოპერისა და ფრანგული რომანსის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. დაწერა 30-ზე მეტი ოპერა. მათ შორის გამოირჩევა: „დონ სეზარ დე ბაზანი“ (1872), „სიდი“ (1885), „საფო“ (1897), „დონ კიხოტი“ (1910, მონტე-კარლო, მთავარ პარტიას მღეროდა თ. შალიაპინი). მმასნეს საოპერო ხელოვნების მწვერვალია ოპერები „მანონი“ (1884) და „ვერთერი“ (1886), რომლებიც იდგმება მსოფლიოს საოპერო სცენებზე. ფართოდაა ცნობილი მისი „ელეგია“ ჩელოსათვის (არსებობს ვოკალური ვარიანტიც).


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები