მუსორგსკი მოდესტ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მოდესტ მუსორგსკ“ გადაიტანა გვერდზე „მუსორგსკი მოდესტ“ გადამი...) |
|||
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Musorgski.PNG|thumb|150px|მოდესტ მუსორგსკი]] | ||
'''მოდესტ მუსორგსკი''' – (9. III. 1839, სოფ. კარევო, ახლანდ. ტოროპეცის რ-ნი, კალინინის ოლქი – 16. III. 1881, პეტერბურგი], რუსი კომპოზიტორი, რუსული მუსიკალური კლასიკის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, 1849-იდან პეტერბურგის სამხედრო სკოლაში სწავლობდა. პარალელურად მეცადინეობდა პიანისტ ა. გერკესთან. 1856-57 მ. გაეცნო [[დარგომიჟსკი ალექსანდრე|ა. დარგომიჟსკი]]ს, ვ. სტასოვს, [[ბალაკირევი მილი|მ. ბალაკირევს,]] რომელთა რჩევით დაიწყო სერიოზული მეცადინეობა კომპოზიციაში. | '''მოდესტ მუსორგსკი''' – (9. III. 1839, სოფ. კარევო, ახლანდ. ტოროპეცის რ-ნი, კალინინის ოლქი – 16. III. 1881, პეტერბურგი], რუსი კომპოზიტორი, რუსული მუსიკალური კლასიკის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, 1849-იდან პეტერბურგის სამხედრო სკოლაში სწავლობდა. პარალელურად მეცადინეობდა პიანისტ ა. გერკესთან. 1856-57 მ. გაეცნო [[დარგომიჟსკი ალექსანდრე|ა. დარგომიჟსკი]]ს, ვ. სტასოვს, [[ბალაკირევი მილი|მ. ბალაკირევს,]] რომელთა რჩევით დაიწყო სერიოზული მეცადინეობა კომპოზიციაში. | ||
ხაზი 12: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:კომპოზიტორები]] | [[კატეგორია:კომპოზიტორები]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:რუსი კომპოზიტორები]] |
+ | [[კატეგორია:მძლავრი ჯგუფის წევრები]] |
მიმდინარე ცვლილება 11:44, 5 მაისი 2025 მდგომარეობით
მოდესტ მუსორგსკი – (9. III. 1839, სოფ. კარევო, ახლანდ. ტოროპეცის რ-ნი, კალინინის ოლქი – 16. III. 1881, პეტერბურგი], რუსი კომპოზიტორი, რუსული მუსიკალური კლასიკის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, 1849-იდან პეტერბურგის სამხედრო სკოლაში სწავლობდა. პარალელურად მეცადინეობდა პიანისტ ა. გერკესთან. 1856-57 მ. გაეცნო ა. დარგომიჟსკის, ვ. სტასოვს, მ. ბალაკირევს, რომელთა რჩევით დაიწყო სერიოზული მეცადინეობა კომპოზიციაში.
60-იან წლებში მუსორგსკი ქმნის რომანსებს, სიმღერებს, სიმფონიურ სურათს „ღამე შიშველ მთაზე“ (1867), მუშაობს ოპერებზე „სალამბო“ (გ. ფლობერის რომანის მიხედვით) და „ქორწინება“ (ნ. გოგოლის მიხედვით), რომლებიც დაუმთავრებელი დარჩა. 1869 იწყებს მუშაობას თავის ცენტრ. ქმნილებაზე – ოპერა „ბორის გოდუნოვზე“ (ა. პუშკინის დრამის მიხედვით), რომელშიც განზოგადება პოვა კომპოზიტორის შემოწმედებითმა პრინციპებმა (1869, დაიდგა 1874). ამ და მომდევნო ნაწარმოებში მკაფიოდ გამოიხატა მუსორგსკის კავშირი რუსეთის „60-იანელთა“ დემოკრატიულ იდეებთან. 70-იან წლებში მუსორგსკი მუშაობდა სახალხო მუსიკალურ დრამაზე – „ხოვანშჩინა“ და ოპერაზე „სოროჩინცის ბაზრობა“ (ორივე ოპერის მუსიკის დიდი ნაწილი დაწერა. პირველი დაამთავრა ნ. რიმსკი-კორსაკოვმა, მეორე ც. კიუიმ). 70-იან წლებში შეიქმნა ვოკალური ციკლები „უმზეოდ“ (1874), „სიკვდილის სიმღერები და ცეკვები“(1877), ფართოდ ცნობილი საფორტეპიანო ციკლი „სურათები გამოფენიდან“ (1874).
მუსორგსკი კომპოზიტორ-ნოვატორია, თავისი წინამორბედების მ. გლინკასა და ა. დარგომიჟსკის ეროვნული შემოქმედებითი ტრადიციები მან თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანა. მისი ძიებები მუსიკის გამომსახველობის და მუსიკალური ენის სფეროში ღირსეულად მხოლოდ XX ს-ში დაფასდა.
მუსორგსკიმ დიდი გავლენა მოახდინა არა მარტო რუსი (პროკოფიევი, შოსტაკოვიჩი, სვირიდოვი და სხვ.), არამედ საზღვარგარეთელი კომპოზიტორების (დებიუსი, იანაჩეკი და სხვ.) შემოქმედებაზე. მუსორგსკის ტრადიციების ზეგავლენა იგრძნობა ქართულ მუსიკაშიც (შ. მშველიძე, ო. თაქთაქიშვილი).