პოპ-მუსიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პოპ-მუსიკა“ გადაიტანა გვერდზე „პოპ მუსიკა“)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''პოპ-მუსიკა''' –  (ინგლ. pop music < popular music; თანამედროვე პოპულარული მუსიკა), მასობრივი კულტურის სახე. ტერმინი აღნიშნავს სტილების, მანერების, შესრულების ხერხების და ჟანრების რთულ გადახლართვას. მის კალაპოტში ირწყვებიან პოპულარული მომღერლების შლაგერები, ოპერეტა, [[მიუზიკლი]], ვირტუოზი-ინსტრუმენტალისტების ოსტატობა. გამოეყო რა „დიდ ხელოვნებას“ პოპ-მუსიკა ამასთან ერთად წარმოადგენს უეჭველი და ხშირად მეტად მაღალი დონის პროფესიონალიზმის ნიმუშს.  
+
'''პოპ-მუსიკა''' –  (ინგლ. pop music < popular music; თანამედროვე პოპულარული მუსიკა), პოპულარული საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, „მასობრივი“ მუსიკა, [[აშშ]]-ში, [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთსა]] და სხვა ქვეყნებში: თანამედროვე მსუბუქი, საესტრადო მუსიკის გავრცელებული სახეობა, რომელიც სულ უფრო მზარდ მნიშვნელობას და ადგილს იჭერს მუსიკალურ ყოფაში და მასმედიის მუსიკალურ პროგრამებში.
  
 +
ტერმინი შეიქმნა XX ს. 50-იან წლებში და თავდაპირველად გამოიყენებოდა როკ- მუსიკის აღსანიშნავად. ამჟამად პოპ-მუსიკას მიაკუთვნებენ კომერციული მუსიკალურ-გასართობი „ინდუსტრიის“ ყველა მოვლენას, მათ შორის შლაგერს. პოპ-მუსიკის გავრცელების უმთავრეს საშუალებას წარმოადგენს ვიდეო ან აუდიოჩანაწერები.
 +
 +
60-იანი წლებიდან პოპ-მუსიკაში დიდ მნიშვნელობას იძენს ელექტროაკუსტიკური ტრანსფორმაციების რთული სახეები, ხმოვანებათა ერთმანეთზე დაშრევება, მონტაჟი. პოპ-მუსიკა გადაიქცა XX ს-ის მნიშვნელოვან სოციალურ-კულტურულ ფენომენად და გავლენა მოახდინა მრავალი ქვეყნის საესტრადო მუსიკაზე.
  
  
ხაზი 8: ხაზი 11:
 
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
 
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]]
 +
[[კატეგორია:საესტრადო მუსიკა]]

მიმდინარე ცვლილება 20:58, 6 მაისი 2025 მდგომარეობით

პოპ-მუსიკა – (ინგლ. pop music < popular music; თანამედროვე პოპულარული მუსიკა), პოპულარული საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, „მასობრივი“ მუსიკა, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში: თანამედროვე მსუბუქი, საესტრადო მუსიკის გავრცელებული სახეობა, რომელიც სულ უფრო მზარდ მნიშვნელობას და ადგილს იჭერს მუსიკალურ ყოფაში და მასმედიის მუსიკალურ პროგრამებში.

ტერმინი შეიქმნა XX ს. 50-იან წლებში და თავდაპირველად გამოიყენებოდა როკ- მუსიკის აღსანიშნავად. ამჟამად პოპ-მუსიკას მიაკუთვნებენ კომერციული მუსიკალურ-გასართობი „ინდუსტრიის“ ყველა მოვლენას, მათ შორის შლაგერს. პოპ-მუსიკის გავრცელების უმთავრეს საშუალებას წარმოადგენს ვიდეო ან აუდიოჩანაწერები.

60-იანი წლებიდან პოპ-მუსიკაში დიდ მნიშვნელობას იძენს ელექტროაკუსტიკური ტრანსფორმაციების რთული სახეები, ხმოვანებათა ერთმანეთზე დაშრევება, მონტაჟი. პოპ-მუსიკა გადაიქცა XX ს-ის მნიშვნელოვან სოციალურ-კულტურულ ფენომენად და გავლენა მოახდინა მრავალი ქვეყნის საესტრადო მუსიკაზე.



[რედაქტირება] წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები