ამარავანტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 19: ხაზი 19:
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:ინდური მითები]]
 
[[კატეგორია:ინდური მითები]]
 +
[[კატეგორია:მიტიური ქალაქები]]

12:32, 26 ივნისი 2017-ის ვერსია

ამარავანტი(ინდ.) „უკვდავთა სამყოფელი“, ინდრას სამეფო ქალაქი, ათასკარიბჭიანი, რომლისკენაც გზა გადის ჩრდილოეთით მიუწვდომელ მთებში, მერუს მთაზე მაღლა, ვარსკვლავეთისკენ. ცოდვილთათვის იგი უხილავია.

ქალაქის შესასვლელს დარაჯობს ღვთიური სპილო, ყველა სპილოს წინაპარი, რომელზეც ამხედრებული ინდრა მოივლის თავის სამფლობელოს. ქალაქში ასი სასახლეა, ყველაზე დიდში და უმშვენიერესში, ლოტოსებით დამშვენებულში, ინდრას ტახტი დგას. აქ ზის იგი, ღმერთებითა და ბრძენი ხალხით გარშემორტყმული. ქალაქში მარად მწვანე ბაღებია, არც სიცივე და არც სიცხე აწუხებთ მის მკვიდრთ, მათ არ იციან არც შიში, არც სიბერე, არც სნეულება. მოკვდავთაგან აქ მხოლოდ კეთილშობილნი, ღვაწლის აღმსრულებელი ადამიანები ხვდებიან სიკვდილის შემდეგ, აგრეთვე ისინიც, ვინც ბრძოლის ველზე დაეცნენ.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები