მისამართი სიტყვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მისამართი სიტყვა''' – [[მთავარი წინადადება|მთავარ წინადადებ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 6: ხაზი 6:
 
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
 
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
 
[[კატეგორია:გრამატიკა]]
 
[[კატეგორია:გრამატიკა]]
 +
[[კატეგორია:ქართული ენა]]

მიმდინარე ცვლილება 23:38, 7 მაისი 2025 მდგომარეობით

მისამართი სიტყვამთავარ წინადადებაში სახელით გამოხატული წევრი, რომელსაც ხსნის და განსაზღვრავს დამოკიდებული წინადადება, ასახსნელი წევრი („იქნებ აკვანში ის ყრმა წევს, ვისიც არ ითქმის სახელი, ი. ჭავჭავაძე; არის ქვეყნები სხვა, რომელთაც არა აქვთ ზღვა, გ. ტაბიძე). დამოკიდებული წინადადების წევრ-კავშირები – მიმართებითი ნაცვალსახელები (ვინც, რომელიც...) მიემართება მთავარ წინადადებაში ასახსნელ წევრს, ანუ მისამართ სიტყვას. წევრ-კაევშირი „რომელიც“ გარკვეულ შემთხვევებში კიდეც უთანხმდება რიცხვში მას. მისამართ სიტყვას – არსებით სახელს – შეიძლება ახლდეს მსაზღვრელი ჩვენებითი ნაცვალსახელი, რომლის ზოგად მნიშვნელობასაც აკონკრეტებს დამოკიდებული წინადადება (მიტანა უნდა იმ ამბავს, რაც ზეზვამ დამაბარაო, ვაჟა-ფშაველა).

ლ. კვანტალიანი

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები