არიადნე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 3: ხაზი 3:
 
[[ფაილი:Ariadne.jpg|thumb|350პქ|'''დიონისე და არიადნე.''' <br />ამფორის ფერწერა (ძვ. წ. 530-520 წ.წ.), ლონდონი, ბრიტანეთის მუზეუმი]]
 
[[ფაილი:Ariadne.jpg|thumb|350პქ|'''დიონისე და არიადნე.''' <br />ამფორის ფერწერა (ძვ. წ. 530-520 წ.წ.), ლონდონი, ბრიტანეთის მუზეუმი]]
  
როდესაც კრეტას [[მინოტავროსი]]ს მოსაკლავად ეწვია [[თესევსი]],
+
როდესაც კრეტას [[მინოტავროსი]]ს მოსაკლავად ეწვია [[თესევსი]], მშვენიერ არიადნეს უმალ შეუყვარდა იგი. მან თესევსს [[მინოტავროსი|მინოტავროსის]] დამარცხებაში შემწეობა აღუთქვა იმ პირობით, თუკი გმირი ცოლად მოიყვანდა და თან გაიყოლებდა [[ათენი|ათენში]]. სიხარულით მიიღო ეს წინადადება თესევსმა, თანაც შეჰფიცა, რომ აუცილებლად იქორწინებდა მასზე.
მშვენიერ არიადნეს უმალ შეუყვარდა იგი. მან თესევსს
+
[[მინოტავროსი|მინოტავროსის]] დამარცხებაში შემწეობა აღუთქვა იმ პირობით,
+
თუკი გმირი ცოლად მოიყვანდა და თან გაიყოლებდა [[ათენი|ათენში]].
+
სიხარულით მიიღო ეს წინადადება თესევსმა, თანაც შეჰფიცა,
+
რომ აუცილებლად იქორწინებდა მასზე.
+
  
ნახევრად ხარი მინოტავროსი ბინადრობდა [[დედალოსი]]ს მიერ აგებულ [[ლაბირინთი|ლაბირინთში]]. არავის შეეძლო ამ ნაგებობიდან თავის დაღწევა.
+
ნახევრად ხარი მინოტავროსი ბინადრობდა [[დედალოსი]]ს მიერ აგებულ [[ლაბირინთი|ლაბირინთში]]. არავის შეეძლო ამ ნაგებობიდან თავის დაღწევა. დედალოსმა, როდესაც კრეტას ტოვებდა, არიადნეს ჯადოსნური ძაფის [[არიადნეს გორგალი|გორგალი]] ჩააბარა და მისი ხმარების წესი ასწავლა. სწორედ ეს გორგალი მისცა ქალწულმა თესევსს, ბასრი მახვილითაც აღჭურვა და თან დაარიგა: ძაფის თავისუფალი ბოლო ლაბირინთის კარის წირთხლისთვის გამოება. გორგალი თავისით გაგორდებოდა და უსასრულო დერეფნების გავლით
დედალოსმა, როდესაც კრეტას ტოვებდა, არიადნეს
+
მიაღწევდა მინოტავროსის სამყოფელამდე. უკანა გზაზე გმირს დაშლილი ძაფი ისევ უნდა დაეგორგლა.
ჯადოსნური ძაფის [[არიადნეს გორგალი|გორგალი]] ჩააბარა და მისი ხმარების წესი
+
ასწავლა. სწორედ ეს გორგალი მისცა ქალწულმა თესევსს, ბასრი
+
მახვილითაც აღჭურვა და თან დაარიგა: ძაფის თავისუფალი
+
ბოლო ლაბირინთის კარის წირთხლისთვის გამოება. გორგალი
+
თავისით გაგორდებოდა და უსასრულო დერეფნების გავლით
+
მიაღწევდა მინოტავროსის სამყოფელამდე. უკანა გზაზე გმირს
+
დაშლილი ძაფი ისევ უნდა დაეგორგლა.
+
  
 
როდესაც გამარჯვებული თესევსი ლაბირინთიდან გამოვიდა,
 
როდესაც გამარჯვებული თესევსი ლაბირინთიდან გამოვიდა,

14:40, 26 ივნისი 2017-ის ვერსია

არიადნე(ბერძნ.) მინოსისა და პასიფაეს ასული. ფედრას და. შესაძლოა, იყო ძველი კრეტული ღვთაება.

დიონისე და არიადნე.
ამფორის ფერწერა (ძვ. წ. 530-520 წ.წ.), ლონდონი, ბრიტანეთის მუზეუმი

როდესაც კრეტას მინოტავროსის მოსაკლავად ეწვია თესევსი, მშვენიერ არიადნეს უმალ შეუყვარდა იგი. მან თესევსს მინოტავროსის დამარცხებაში შემწეობა აღუთქვა იმ პირობით, თუკი გმირი ცოლად მოიყვანდა და თან გაიყოლებდა ათენში. სიხარულით მიიღო ეს წინადადება თესევსმა, თანაც შეჰფიცა, რომ აუცილებლად იქორწინებდა მასზე.

ნახევრად ხარი მინოტავროსი ბინადრობდა დედალოსის მიერ აგებულ ლაბირინთში. არავის შეეძლო ამ ნაგებობიდან თავის დაღწევა. დედალოსმა, როდესაც კრეტას ტოვებდა, არიადნეს ჯადოსნური ძაფის გორგალი ჩააბარა და მისი ხმარების წესი ასწავლა. სწორედ ეს გორგალი მისცა ქალწულმა თესევსს, ბასრი მახვილითაც აღჭურვა და თან დაარიგა: ძაფის თავისუფალი ბოლო ლაბირინთის კარის წირთხლისთვის გამოება. გორგალი თავისით გაგორდებოდა და უსასრულო დერეფნების გავლით მიაღწევდა მინოტავროსის სამყოფელამდე. უკანა გზაზე გმირს დაშლილი ძაფი ისევ უნდა დაეგორგლა.

როდესაც გამარჯვებული თესევსი ლაბირინთიდან გამოვიდა, არიადნე კარებთან დახვდა და სიყვარულით მოეხვია თავის რჩეულს. გმირმა ზღვის სანაპიროსკენ ისწრაფა, რათა გასცლოდა იქაურობას. თან გაიყოლა არიადნეც. როდესაც კუნძულ ნაქსოსს მიუახლოვდნენ, მოგზაურებმა დასვენება მოიწადინეს, ხომალდი ნაპირს მიაყენეს და დაიძინეს. თესევსს ეზმანა ღვინის ღვთაება დიონისე, რომელმაც ღმერთების ნება აუწყა გმირს: მას უნდა მიეტოვებინა არიადნე ნაქსოსის უკაცრიელ ნაპირზე. მინოსის ასული დიონისეს მეუღლე უნდა გამხდარიყო. თესევსი გამოფხიზლდა და დამწუხრებულმა მიატოვა არიადნე. მან ვერ გაბედა ღვთაებათა ნების უგულებელყოფა. დიონისემ და მისმა მხლებლებმა წაიყვანეს არიადნე. მოგვიანებით იგი უკვდავთა დასში მიიღეს, როგორც დიდი ღმერთის მეუღლე. მან საჩუქრად მიიღო საქორწინო გვირგვინი, რომელიც შემდგომ ვარსკვლავიან ცაზე მოათავსეს (ჩრდილოეთის გვირგვინის თანავასკვლავედი).

კუნძულ ნაქსოსზე არსებობდა არიადნეს კულტი, ხოლო ათენში მას თაყვანს სცემდნენ როგორც დიონისეს მეუღლეს.

ხელოვნებაში ხშირად ასახავდნენ მიტოვებულ არიადნეს, მძინარეს, ანდა მის ქორწილს დიონისესთან (ტიციანი, ტინტორეტო, ტიეპოლო, კაუფმანი, გვიდო რენი და სხვა). არიადნეს ბედი ასახეს თავიანთ ნაწარმოებებში ცნობილმა მწერლებმაც (ლოპე დე ვეგა, ბრიუსოვი, ცვეტაევა) და კომპოზიტორებმაც (ჰაიდნი, შტრაუსი).


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები