სტურუა რობერტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Sturua robert.PNG|thumb|რობერტ სტურუა ]]
 
'''რობერტ სტურუა''' – (31.07.1938, [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] რეჟისოირი. საქართველოს (1980) და სსრკ (1982) სახალხო არტისტი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1996).
 
'''რობერტ სტურუა''' – (31.07.1938, [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] რეჟისოირი. საქართველოს (1980) და სსრკ (1982) სახალხო არტისტი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1996).
  

მიმდინარე ცვლილება 13:36, 13 მაისი 2025 მდგომარეობით

რობერტ სტურუა

რობერტ სტურუა – (31.07.1938, თბილისი), ქართველი რეჟისოირი. საქართველოს (1980) და სსრკ (1982) სახალხო არტისტი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1996).

1961 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. ამავე წლიდან შ. რუსთაველის სახელობის თეატრის დამდგმელი რეჟისორია, 1975-იდან მთავარი რეჟისორი, 1980-დან სამხატვრო ხელმძღვანელი. 2011 წლიდან მოსკოვის თეატრის "Et Cetera"-ს მთავარი რეჟსორი; 2013 წლიდან თბილისისში გახსნა საკუთარი თეატრი "ფაბრიკა"; რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგმული აქვს ასამდე სპექტაკლი. სტურუას სპექტაკლებმა რუსთაველის თეატრს და თავად რეჟისორს მსოფლიო აღიარება მოუტანა. მის დადგმებს სენსაციურს უწოდებენ. სტურუას ყველაზე გახმაურებული სპექტაკლებია: ა. მილერის "სეილემის პროცესი"(1965), დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი(თ. ჩხეიძესთან ერთად), ა. ცაგარელის "ხანუმა"(1968), პ. კაკაბაძის "ყვარყვარე", ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე", შექსპირის "რიჩარდ III", "მეფე ლირი", კალდერონის "ცხოვრება სიზმარია"(1992), ბრეხტის "სეჩუანელი კეთილი ადამინი"(1993), "იაკობის სახარება"(1995, გოგებაშვილის "დედა ენის" მიხედვით), გრ. რობაქიძის "ლამარა"(1996). შექსპირის 37 პიესიდან 17 დადგმული აქვს რუსთაველის სცენაზე და მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში. 120-ზე მეტი დრამატული და საოპერო სპექტაკლი აქვს დადგმული საქართველოში და საზღვარგარეთ.

საოპერო დადგმები: თბილისის საოპერო თატრშიბ. კვერნაძის „იყო მერვესა წელსა“ (1983), გ. ყანჩელის „და არს მუსიკა“ (1984), ჯ. ვერდის „ოტელო“ (1991), ჟ. ბიზეს „კარმენი“ (1999); პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“ (ბოლონიის მუნიციპალური საოპერო თეატრი, 1990), გ. ყანჩელის „და არს მუსიკა“ (ვაიმარის საოპერო თეატრი, 1999), პ. ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“ (რომის საოპერო თეატრი, 2002),პ. ჩაიკოვსკის „მაზეპა“ (მოსკოვის დიდი თეატრი, 2004) და სხვ..

მინიჭებული აქვს: საქართველოს სახელმწიფო (1996), სსრკ სახელმწიფო (1979), ჩაპლინ კლუბის (1998), რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო (2000), სტანისლავსკის საერთაშორისო (2002), ა. შვაიცერის (1979), შ. რუსთაველის (1981), კ. მარჯანიშვილის 1976), ს. ახმეტელის სახელობის და სხვა პრემიები.

მისი ბიოგრაფია შეტანილია ოქსფორდის და გერმანიის თეატრალურ ენციკლოპედიებში.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები