სურგულაძე ნინო
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სურგულაძე ნინო“ გადაიტანა გვერდზე „ნინო სურგულაძე“) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Nino surgulaZe.PNG|thumb|ნინო სურგულაძე]] | ||
'''ნინო სურგულაძე''' – (12 ოქტომბერი 1977, [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] მომღერალი ([[მეცო-სოპრანო]]). | '''ნინო სურგულაძე''' – (12 ოქტომბერი 1977, [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] მომღერალი ([[მეცო-სოპრანო]]). | ||
მიმდინარე ცვლილება 13:39, 13 მაისი 2025 მდგომარეობით
ნინო სურგულაძე – (12 ოქტომბერი 1977, თბილისი), ქართველი მომღერალი (მეცო-სოპრანო).
დაამთავრა ა. ვირსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლა საესტრადო-თეატრალური განხრით (1992). 2001 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია, გაირა მაგისტრატურა (ხელმძღვანელი დოც. გულნარა კარიაული). იყო საქართველოს პრეზიდენტის სტიპედიანტი. 2000 გამართა კონცერტი სრული პროგრამით (გერმანული მუსიკა). იმავე წელს გახდა ქ. ტულუზის (საფრანგეთი) საერთაშორისო კონკურსის დიპლომანტი, 2001 − ბარსელონის ფ. ვინიასის სახელობის კონკურსის ლაურეატი (II პრემია) და 3 სპეციალური პრიზის მფლობელი. 2001 გაიარა 3-თვიანი სტაჟირება მილანის „ლა სკალასთან“ არსებულ ჯ. ვერდის სახელობის ვოკალის აკადემიაში, რის უფლებაც მოიპოვა შესარჩევ კონკურსში. 2002 გაზაფხულზე მონაწილეობა მიიღო „ლა სკალას“ სპექტაკლებში რ. შტრაუსის „სალომეში“ და მუსორგსკის „ბორის გოდუნოვში“ (ეპიზოდურ როლში), სექტემბერში იქვე შეასრულა მთავარი როლი (კუნიძი) ვერდის ოპერა „ობერტოს“ პრემიერაში. 2002 პირველად გამოვიდა ბარსელონის საოპერო თეატრ „ლისეოს“ დიდ სცენაზე – დ. შოსტაკოვიჩის ოპერაში „მცენსკის მაზრის ლედი მაკბეტი“ (სონეტკას პარტია), მონაწილეობდა იტალიაში გამართულ მთელ რიგ კონცერტებში. ნინო სურგულაძე ფლობს ლამაზი ტემბრის, სრული დიაპაზონის ხმას. გამოირჩევა არტისტული მონაცემებით. იტალიის საერთაშორისო საოპერო გამოცემამ GB Opera მიანიჭა საუკეთესო მეცო-სოპრანოს ჯილდო „საოპერო ოსკარი“ (2016).
გ.ტორაძე