ქსენაკისი იანის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''იანის ქსენაკისი''' – (29 მაისი 1922, ბრიელა რუმინეთი – 4 თებერვალ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ქსენაკისი იანის“ გადაიტანა გვერდზე „იანის ქსენაკისი“)

16:33, 14 მაისი 2025-ის ვერსია

იანის ქსენაკისი – (29 მაისი 1922, ბრიელა რუმინეთი – 4 თებერვალი 2001, პარიზი), ბერძენი კომპოზიტორი და არქიტექტორი. ცხოვრობდა საფრანგეთში. ო. მესიანისა (კომპოზიცია) და ლე კორბიუზიეს (არქიტექტ.) მოწაფე. დააარსა (საფრანგეთსა და ინდოეთში) მუსიკალური ცენტრები, რომლებიც სწავლობენ მუსიკისა და მათემატიკის ურთიერთკავშირს. შექმნა კომპოზიციის საკუთარი ე.წ. სტოქასტიკური სისტემა, რომელიც დამყარებულია მათემატიკური ალბათობის თეორიაზე. მიმართავდა ე.წ. სივრცობრივ მუსიკას. პ. ბულეზთან ერთად იანის ქსენაკისი ფრანგული მუსიკალური ავანგარდის ერთ-ერთი ლიდერია. ავტორია ბალეტების, საორკესტრო და საგუნდო ნაწარმოებებისა, ელექტრონული და ლაზერული მუსიკისა. ხშირად იყენებს საკრავთა უჩვეულო ანსამბლებს, ალეატორიკის ხერხებს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები