შტრაუსი იოჰან (მამა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''იოჰან შტრაუსი''' – (4 მარტი 1804,ვენა, − 5 სექტემბერი 1849, იქვე), ავსტრ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შტრაუსი იოჰან (მამა)“ გადაიტანა გვერდზე „იოჰან შტრაუსი (მამა)“) |
23:42, 16 მაისი 2025-ის ვერსია
იოჰან შტრაუსი – (4 მარტი 1804,ვენა, − 5 სექტემბერი 1849, იქვე), ავსტრიელი კომპოზიტორი, მევიოლინე და დირიჟორი. ა. პოლიშანსკისა (ვიოლინო) და ი. ზაიფრიდის (კომპოზიცია) მოწაფე, 1819-იდან ი. ლანერის კვარტეტის წევრი. 1824-იდან ლანერის ორკესტრის დირიჟორის თანაშემწე. 1825 იოჰან შტრაუსმა დააარსა საკუთარი ორკესტრი, მასთან ერთად (1833-იდან) კონცერტებით შემოიარა ევროპის ქვეყნები. იოჰან შტრაუსი საცეკვაო მუსიკის ერთ-ერთი გამოჩენილი ოსტატი იყო. შტრაუსი 250-ზე მეტი ნაწარმოების ავტორია (მათ შორის 152 ვალსია.