შარვაშიძე გიორგი (პოეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: გიორგი შარვაშიძე '''შარვაშიძე გიორგი''' – (ფ...)
 
(ლიტერატურა)
 
(ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 8: ხაზი 8:
  
 
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==
* ს. ჯანაშია, გიორგი შარვაშიძე, იქვე.
+
* [[ჯანაშია სიმონ|ს. ჯანაშია]], გიორგი შარვაშიძე, იქვე.
  
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]

მიმდინარე ცვლილება 16:15, 19 მაისი 2025 მდგომარეობით

გიორგი შარვაშიძე

შარვაშიძე გიორგი – (ფსევდონიმები: „პონტოქსელი“, „გარდახვეწილი“), (1846–1918), პოეტი, დრამატურგი, თეატრალური კრიტიკოსი, მთარგმნელი. იყო აფხაზეთის მთავრის მემკვიდრე, ეროვნული და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი, ეროვნულ საკითხში ილიასა და აკაკის კონცეფციის გამზიარებელი, ძველი ქართული მწერლობის კარგი მცოდნე, ქართული ენის სიწმინდის დაცვის მზრუნველი (ამ მხრივ საგულისხმოა მისი წერილი „ქართული ენის გარშემო“). ფლობდა რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ ენებს. ყურადღებას იპყრობს გ. შარვაშიძის პუბლიცისტური წერილები აფხაზეთის ისტორიასა და თანადროული ცხოვრების საკითხების გარშემო, რომლებიც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ქვეყნდებოდა ქართულ („დროება“, „ივერია“) და საზღვარგარეთულ პრესაში. საყურადღებოა აგრეთვე მისი სათეატრო რეცენზიები (ვ. გუნიას პიესების „და-ძმის“, „რაც არ გერგება - არ შეგერგებას“, ა. ცაგარლის „ციმბირელის“, ა. ჩეხოვის „დათვის“ თაობაზე). ჰქონდა საკუთარი პიესებიც — კომედია „მომაკვდავნი სურათნი“ (რომელიც დაიდგა თბილისში 1881 წ.) და პატრიოტული დრამა „გიორგი მესამე“.

გ. შარვაშიძის ქართულ თუ რუსულ ენებზე შექმნილ ლექსებს, ისევე როგორც მის დრამატურგიას, განსაზღვრავს პატრიოტული მოტივი („ვარადა“, „მამულო“, „შენ იცნობ, ძმაო“, „ლომი“). პოეტი აიდეალებს საქართველოს გარდასულ დიდებას, გამოხატავს წუხილს მისი მომავლის გამო. აღსანიშნავია მისი სატრფიალო ლექსებიც („კითხვა–პასუხი“, „ჩემს გიჟურს ოხვრებს...“).

[რედაქტირება] თხზულებანი

ლირიკა. ეპოსი. დრამა. სოხუმი, 1946.

[რედაქტირება] ლიტერატურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები