ყვითელთავა ნარჩიტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ყვითელთავა ნარჩიტა''' (Regulus regulus Linnaeus, 1758) – ფრინველი [[ბეღურასნაირნ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Yviteltava narchita.png|thumb|400px|'''ყვითელთავა ნარჩიტა''']]
 
'''ყვითელთავა ნარჩიტა''' (Regulus regulus Linnaeus, 1758) – ფრინველი [[ბეღურასნაირნი|ბეღურასნაირთა]] რიგიდან.
 
'''ყვითელთავა ნარჩიტა''' (Regulus regulus Linnaeus, 1758) – ფრინველი [[ბეღურასნაირნი|ბეღურასნაირთა]] რიგიდან.
 
* კლასი − ფრინველები (AVES)
 
* კლასი − ფრინველები (AVES)

მიმდინარე ცვლილება 01:12, 30 მაისი 2025 მდგომარეობით

ყვითელთავა ნარჩიტა

ყვითელთავა ნარჩიტა (Regulus regulus Linnaeus, 1758) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

ყვითელთავა ნარჩიტა ჩვენი ორნითოფაუნის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 50-58 მმ-ია, კუდი – 37-47 მმ, ნისკარტი – 6-9 მმ. წონა 5-8 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში ოდნავაა შესამჩნევი. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. ზრდასრულ მამალს ზურგის მხარე მომწვანო-წენგოსფერი აქვს. თხემზე გასწვრივი მონარინჯისფრო-ყვითელი, საკმაოდ ფართო ზოლია. ამ ზოლის ორივე მხარეს, თხემის გვერდებზე, ვიწრო შავი ზოლები გასდევს, რომლებიც შუბლამდე აღწევენ, მაგრამ ერთმანეთს არ უერთდებიან. შუბლი, პირის კუთხეები და ლაქები თვალების ქვემოთ ღია მურა ფერისაა: ლოყები და ყურების მფარავები მურა, მოყვითალო ელფერით. ფრთა მოშავო-რქისფერია, ორი თეთრი განივი ზოლით და თეთრი ლაქებით მეორე რიგის შიგნითა მომქნევების წვეროებზე. ფრთის შუა ნაწილში კვადრატული ფორმის ლაქაა. საჭის ბუმბულები რქისფერია, ვიწრო მომწვანო არშიებით. სხეულის ქვემო მხარე მორუხო-თეთრია, მკერდსა და გვერდებზე, განსაკუთრებით კი კისრის გვერდებზე, მოჟანგმიწისფრო-მურა ელფერით. დედალი მამლის მსგავსია, მაგრამ საერთო შეფერილობით უფრო მკრთალია, ყვითელი ზოლიც თხემზე შედარებით ვიწრო და ნაკლებად მკვეთრია. ნისკარტი მოშავოა, ხოლო ფეხები – მურა

აღწერილია 14-16 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი ყვითელთავა ნარჩიტა – R. r. regulus Linn., 1758.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთი ამერიკის წიწვიანი ტყის ზონას. არის აზორისა და კანარის კუნძულებზეც. ევროპაში ვრცელდება: ჩრდილოეთით – სკანდინავიაში 70-ე პარალელამდე, მდ. პეჩორის ზემო დინებამდე; სამხრეთით – მთელ ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის კუნძულების ჩათვლით; აზიაში გავრცელება სპორადულია და შედგება ერთმანეთისაგან დაშორებული რამდენიმე იზოლირებული ტერიტორიისაგან: არის მცირე აზიაში, სირიასა და კავკასიაში, მდ. ობის შუა წელის მიდამოებში, ალტაის, ტიანშანის, ჰიმალაის, სამხრეთ ჩინეთისა და იაპონიის მთებში, მდ. ამურის შესართავთან ზღვისპირეთის მხარეში. ზამთარში ჩრდილოეთ რაიონებში ეწევა მომთაბარეობას და ხშირად გამოდის ბუდობის არეალიდან. საქართველოში გვხვდება ყველგან როგორც მობინადრე ფრინველი.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ბინადრობს ძირითადად წიწვიან ტყეში, უპირატესად ნაძვნარებში, თუმცა არის შერეული ტიპის ტყეშიც. ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ-მდე ზღვის დონიდან.

[რედაქტირება] გამრავლება

ბუდეს აკეთებს წიწვიან ხეებზე ერთობლივად ორივე სქესის ფრინველი. წელიწადში მრავლდება ორჯერ. პირველად მაისის შუა რიცხვებში, ხოლო მეორედ ივნისის მეორე ნახევარში, დებს 8–10 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 16 დღემდე გრძელდება.

[რედაქტირება] კვება

ყვითელთავა ნარჩიტას საკვებს შეადგენენ პატარა ზომის ნაირგვარი მწერები, მათი კვერცხები და ლარვები, რომელთაც იგი პოულობს ხეების წიწვებზე, გირჩებზე, ტოტებზე, ფოთლებზე. არის ცნობები საკვებად ზოგიერთი მცენარის თესლების გამოყენების შესახებაც, რაც მეტად საეჭვოა.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

მავნე მწერების მასობრივად განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს სატყეო მეურნეობისათვის.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები