ჩვეულებრივი რემეზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჩვეულებრივი რემეზი''' (ლათ. Remiz pendulinus Linnaeus, 1758) – ფრინველი [[ბეღურასნ...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Chveulebrivi remezi.png|thumb|'''ჩვეულებრივი რემეზი''']]
 
'''ჩვეულებრივი რემეზი''' (ლათ. Remiz pendulinus Linnaeus, 1758) – ფრინველი [[ბეღურასნაირნი|ბეღურასნაირთა]] რიგიდან.
 
'''ჩვეულებრივი რემეზი''' (ლათ. Remiz pendulinus Linnaeus, 1758) – ფრინველი [[ბეღურასნაირნი|ბეღურასნაირთა]] რიგიდან.
 
* კლასი − ფრინველები (AVES)
 
* კლასი − ფრინველები (AVES)

მიმდინარე ცვლილება 19:55, 31 მაისი 2025 მდგომარეობით

ჩვეულებრივი რემეზი

ჩვეულებრივი რემეზი (ლათ. Remiz pendulinus Linnaeus, 1758) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

ჩვეულებრივი რემეზი პატარა ზომის ფრინველია; ფრთა 50-60 მმ-ია, კუდი 40-50 მმ, ნისკარტი – 7-10 მმ, წონა – 8-12 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში შეუმჩნეველია. ზრდასრული ფრინველის თავი ზემოდან და კისერი თეთრია, მორუხო ელფერით. შუბლი და ფართო ზოლები თავის გვერდებზე შავია. ზურგის ზემო ნაწილი მოჟანგისფრო-ქარცია, ხოლო წელისა და კუდზედა ბუმბულები უფრო მკრთალია და ჟანგმიწისფერ-ყვითელში გადადის. ფრთის პატარა მფარავები ჟანგისფერ-ქარცია, საშუალო და დიდი მფარავები – მურა, ღია მოქარცისფრო კიდეებითა და წვეროებით. ყელი და ჩიჩახვი მოთეთროა; მკერდი, მუცელი, კუდქვეშა ბუმბულები და სხეულის გვერდები ღია მოქარცისფროა, უფრო მუქი წინწკლებით მკერდსა და გვერდებზე. მურა ფერის პირველი რიგის მომქნევებზე ვიწრო, ხოლო მეორე რიგის მომქნევებზე ფართო ღია ფერის არშიებია. ნისკარტი მურაა, ხოლო ფეხები – შავი.

აღწერილია 10-13 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ირანული ჩვეულებრივი რემეზი – R. p. menzbieri Sarudny, 1913 და კასპიის ჩვეულებრივი რემეზი – R. p. caspius Poelzam, 1872.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის ვიწრო ზოლს დასავლეთით ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილიდან და საფრანგეთის ბისკაის უბის სანაპიროებიდან, ამურის შუა დინებამდე. არეალის ჩრდილოეთი საზღვარია – უნგრეთი, ავსტრია, გერმანიისა და პოლონეთის ცენტრალური რაიონები, კალუგა, ტამბოვი, ტიუმენი და იშიმი; სამხრეთით – ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები, თურქეთი, ამიერკავკასია, ჩრდილოეთი ირანი, დასავლეთი ჩინეთი, სამხრეთი მონგოლეთი. არეალის ჩრდილოეთი რაიონებიდან გადამფრენია, სამხრეთ ნაწილში – მობინადრე. ზამთარს ატარებს იტალიასა და ბალკანეთში, მცირე აზიაში, ერაყსა და ირანში, ტიანშანის დასავლეთ ნაწილში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროებამდე. საქართველოში ორივე ქვესახეობა მობუდარია, ზოგჯერ ზამთარსაც აქ ატარებენ.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ბინადრობს შიდა წყალსატევების სანაპიროებთან ჭალის ტყეებში, ლერწმიანებსა და ლელიანში, ზოგჯერ წყლიდან მოშორებით, მშრალ ადგილებშიც.

[რედაქტირება] გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. მცენარეული ბოჭკოებისა და სხვა მასალისაგან წნავს ტომრისმაგვარი ფორმის ბუდეს, მილისებური გვერდითი შესასვლელით. ბუდის კედლები ქეჩასავით რბილი და მოქნილია. იგი დაკიდებულია მეტწილად წყლის მხარეს გადახრილი ხის წვრილი შტოს ბოლოზე, წყლის ზედაპირიდან 2-3 მ-ისა და მეტ სიმაღლეზე. ზოგიერთი მონაცემების მიხედვით, წელიწადში ორჯერ უნდა მრავლდებოდეს; მაისიდან ივნისის ბოლომდე ნაპოვნია კრუხად მჯდომარე ფრინველი. დებს 5-10 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 13-14 დღეს გრძელდება.

[რედაქტირება] კვება

რემეზის ძირითადი საკვებია პატარა ზომის მწერები, მათი ლარვები, აგრეთვე ობობები. მცირე რაოდენობით ჭამს მცენარეთა თესლებსაც.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით მეტად სასარგებლო ფრინველია.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები