ზესკნელი
| (ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ზესკნელი''' - ზეცა, ზედა | + | '''ზესკნელი''' - ზეცა, ზედა ქვეყანა. [[ქართველები|ქართველთა]] ტრადიციული წარმოდგენით სამყარო სამ ნაწილადაა გაყოფილი: ზესკნელი – ზეცა, ქვესკნელი – ქვეცა და [[გარესკნელი]] ანუ დედამიწის ზედაპირი, შუაცა. ზღაპრული ეპოსი სამივეს კარგად იცნობს ფანტასტიკური გმირები ზეცასა და ქვესკნელში ისე თავისუფლად მოქმედებენ, როგორც დედამიწაზე. ზეცას, ზესკნელში მზის პირის ნაბანის – მკვდრის გამაცოცხლებელი წყლის მოსაპოვებლად მიდის [[ზღაპარი|ზღაპრის]] [[პერსონაჟი]] და მიზანსაც აღწევს. ქვესკნელში ჩაშვებული გმირი ამარცხებს საშინელ ურჩხულებს და სამზეოს [[ფასკუნჯი (მითოლოგია)|ფასკუნჯი]]ს თუ არწივის დახმარებით უბრუნდება. ამ უძველეს ცნებებს ლიტერატურული ძეგლებიც აქტიურად იყენებს [[ჩახრუხაძე]] „[[აბდულმესიანი|აბდულმესიანში]]“ ამბობს: |
:::::აღმოსავლეთ და დასავლეთით, | :::::აღმოსავლეთ და დასავლეთით, | ||
:::::სამხრით ჩრდილომდის ჰპოონ, სად არი | :::::სამხრით ჩრდილომდის ჰპოონ, სად არი | ||
| − | :::::ზესკნელ- | + | :::::ზესკნელ-ქვესკნელით და გარესკნელით, |
:::::უკანასკნელით უფსკრულთ სადარი? (3,3-4). | :::::უკანასკნელით უფსკრულთ სადარი? (3,3-4). | ||
| − | საყურადღებოა, რომ ქვესკნელი ადამიანებითაა დასახლებული, არსებობს [[სახელმწიფო]]ები, მსგავსად გარესკნელისა, | + | საყურადღებოა, რომ ქვესკნელი ადამიანებითაა დასახლებული, არსებობს [[სახელმწიფო]]ები, მსგავსად გარესკნელისა, ზესკნელში კი ცის სხეულები და ზებუნებრივი არსებანი მოთავსებულან. ზესკნელ-ქვესკნელ–გარესკნელზე შემუშავებული წარმოდგენები ქართველთა მითოლოგიური სისტემის ნაწილია. |
''მ. ჩიქოვანი'' | ''მ. ჩიქოვანი'' | ||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
* მ. ჩიქოვანი, ქართ. ხალხ. ზღაპრები, I, 1938, შესავალი; | * მ. ჩიქოვანი, ქართ. ხალხ. ზღაპრები, I, 1938, შესავალი; | ||
* დ. შენგელაია, სამი სკნელი, წერილები, 1955. | * დ. შენგელაია, სამი სკნელი, წერილები, 1955. | ||
| − | * | + | * ჩვენი საუნჯე, II, 1960. |
==წყარო== | ==წყარო== | ||
მიმდინარე ცვლილება 13:57, 2 ივნისი 2025 მდგომარეობით
ზესკნელი - ზეცა, ზედა ქვეყანა. ქართველთა ტრადიციული წარმოდგენით სამყარო სამ ნაწილადაა გაყოფილი: ზესკნელი – ზეცა, ქვესკნელი – ქვეცა და გარესკნელი ანუ დედამიწის ზედაპირი, შუაცა. ზღაპრული ეპოსი სამივეს კარგად იცნობს ფანტასტიკური გმირები ზეცასა და ქვესკნელში ისე თავისუფლად მოქმედებენ, როგორც დედამიწაზე. ზეცას, ზესკნელში მზის პირის ნაბანის – მკვდრის გამაცოცხლებელი წყლის მოსაპოვებლად მიდის ზღაპრის პერსონაჟი და მიზანსაც აღწევს. ქვესკნელში ჩაშვებული გმირი ამარცხებს საშინელ ურჩხულებს და სამზეოს ფასკუნჯის თუ არწივის დახმარებით უბრუნდება. ამ უძველეს ცნებებს ლიტერატურული ძეგლებიც აქტიურად იყენებს ჩახრუხაძე „აბდულმესიანში“ ამბობს:
- აღმოსავლეთ და დასავლეთით,
- სამხრით ჩრდილომდის ჰპოონ, სად არი
- ზესკნელ-ქვესკნელით და გარესკნელით,
- უკანასკნელით უფსკრულთ სადარი? (3,3-4).
საყურადღებოა, რომ ქვესკნელი ადამიანებითაა დასახლებული, არსებობს სახელმწიფოები, მსგავსად გარესკნელისა, ზესკნელში კი ცის სხეულები და ზებუნებრივი არსებანი მოთავსებულან. ზესკნელ-ქვესკნელ–გარესკნელზე შემუშავებული წარმოდგენები ქართველთა მითოლოგიური სისტემის ნაწილია.
მ. ჩიქოვანი
[რედაქტირება] ლიტერატურა
- მ. ჩიქოვანი, ქართ. ხალხ. ზღაპრები, I, 1938, შესავალი;
- დ. შენგელაია, სამი სკნელი, წერილები, 1955.
- ჩვენი საუნჯე, II, 1960.